სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

სისხლის სისტემის დაავადებები

ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური კვანძების სიმსივნე.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
კლინიკური სურათი მრავალგვარია. ზოგ შემთხვევებში დაავადება იწყება ინტოქსიკაციით (ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, ლიმფური კვანძების გადიდება, ედსის მომატება). ზოგჯერ დაავადების დასაწყისი ხასიათდება მხოლოდ რომელიმე ერთი ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებით. კვანძები მკვრივია, ელასტიური, ხშირად შეერთებულია ერთმანეთთან. ზოგჯერ მათში წარმოიქმნება ნეკროზები, ჩნდება ფისტულები. ინტოქსიკაციის ხშირი სიმპტომია კანის ქავილი. მუცლის ღრუს ლიმფურ კვანძებში სიმსივნის პირველადი ლოკალიზაციისას შესაძლებელია მძიმე ინტოქსიკაცია ჰიპერთერმიით, პროფუზული ოფლით, ლეიკოპენიით, ჩხირბირთვიანი გადახრითა და ედსის მატებით. ზოგჯერ აღინიშნება ლიმფოგრანულომატოზის პირველადი ლოკალიზაცია კუჭში, ფილტვებში, ელენთაში. ტიპიურ შემთხვევებში სისხლის სურათი ხასიათდება გამოხატული ლიმფოპენიით, ნეიტროფილოზით, ზომიერი ჩხირბირთვიანი გადახრით, ედსის მომატებით. მძიმე ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელია ეოზინოფილია. ინტოქსიკაციის არარსებობისას სისხლი შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვალოს, ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება მცირედი ლიმფოციტოზი.
დიაგნოზს საფუძვლად უდევს ბიოფსირებული ლიმფური კვანძის ჰისტოლოგიური გამოკვლევები; ვლინდება კვანძის სტრუქტურის დარღვევა, მისი სურათის წაშლა და ბერეზოვსკი – შტერნბერგის უჯრედების არსებობა (აუცილებელი დიაგოსტიკური ნიშანი). კლინიკური ან მხოლოდ ციტოლოგიური დიაგნოსტიკა მხოლოდ პუნქტატით არ შეიძლება. პროცესის დასაწყისში, განსაკუთრებით თუკი დაზიანებული ლიმფური კვანძი ჩართულია ბანალურ ანთებით პროცესში, ბიოპტატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა შესაძლოა შეუძლებელი იყოს. ამგვარ შემთხვევებში მიმართავენ გადიდებული მკვრივი ლიმფური კვანძების განმეორებით ბიოფსიას.
მკურნალობა ტარდება გარკვეული სქემებით, რაც საშუალებას იძლევა ორგანული დაზიანებების არარსებობისას მიღწეულ იქნას გამოჯანმრთელება ავადმყოფთა უმრავლესობაში. გამოჯანმრთელება აღინიშნება ავადმყოფთა 60 – 80% – ში პროგრამული მკურნალობისას.
პროფილაქტიკა შემუშავებული არ არის. რეციდივების პროფილაქტიკა ითვალისწინებს მკურნალობის პროგრამას და აუცილებელი რეჟიმის დაცვას. რეციდივების წარმოქმნას ხელს უწყობს ინსოლაცია, ორსულობა, მშობიარობა. ორსულობა დასაშვებია მხოლოდ რემისიიდან 2 წლის შემდეგ

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3262 times by 1445 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka