რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

რევმატოიდული ართრიტი rheumatic gout – ძირითადად ხასიათდება კიდურების მრავალი სახსრის ქრონიკული პროგრესირებადი ანთებით.

პათოგენეზი

სისხლში იმუნური კომპლექსების ცირკულაცია და ამასთან დაკავშირებით სინოვიური გარსისა და სხვა ორგანოების ვასკულიტის განვითარება, რაც იწვევს მყარი ართრიტისა და სახსრის დესტრუქციის განვითარებას, რიგ შემთხვევებში კი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლძარღვების დაზიანებას.
ანტიგენების სახით წარმოდგენილია ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული წარმოშობის ანტიგენები.


რევმატოიდული ართრიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
რევმატოიდული ართრიტის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
რევმატოიდული ართრიტის დროს ტკივილის შესამსუბუქებლად გამოსაყენებელი საშუალებები
რევმატ. ართრიტის დროს გამოსაყენებელი ხელთათმანები
რევმატოიდული ართრიტის დროს ფეხების ტკივილის შესამსუბუქებლად გამოსაყენებელი საშუალებები


სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ვლინდება მყარი ართრიტით (ჩვეულებრივ პოლიართრიტი), პროცესში სხივ-მაჯის, მაჯა-ფალანგის, მტევნების პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრებისა და წინატერფ-ფალანგის სახსრების ჩართვით. შესაძლოა დაზიანდეს კიდურების ნებისმიერი სახსარი.
დამახასიათებელია დილის შებოჭილობა, ტკივილი, სახსრების შეშუპება, მათ ზევით მდებარე ქსოვილის ჰიპერემია, ართრიტის სიმეტრულობა. ტიპიურია დაავადების თანდათანობითი დაწყება სიმპტომების გამოხატულების ტალღისებრი მიმდინარეობით, ნელი, მაგრამ განუხრელად პროგრესირებადი ართრიტით, პროცესში ახალ-ახალი სახსრების ჩართვით.
ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტი იწყება და შედარებით დიდი ხნის განმავლობაში ვლინდება მსხვილი, ხშირად მუხლის სახსრის მონოართრიტით. ცნობილია აგრეთვე დაავადების მწვავე დასაწყისი, რომლის დროსაც სახსრის დაზიანებასთან ერთად, აღინიშნება მაღალი ცხელება და სახსარგარეშე გამოვლინებები (სეროზიტები, ჰეპატოლიენალური სინდრომი, ლიმფადენოპათია და სხვ.).
დაავადების გავრცელებული სტადია ხასიათდება მადეფორმირებელი, დესტრუქციული (რენტგენოლოგიურად) ართრიტით. ტიპიურია მაჯ-ფალანგის (მოხრითი კონტრაქტურები, ქვეამოვარდნილობები), ფალანგთაშორისი პროქსიმალური (მოხრითი კონტრაქტურები) და სხივ-მაჯის სახსრების – მტევნის გადახრა გარეთა მხარეზე (ე. წ. რევმატოიდული მტევანი) და წინატერფ-ფალანგის სახსრების დეფორმაციები.
ცალკეულ სახსრებში შესაძლოა სჭარბობდეს ანთებითი ან ფიბროზულ-პროლიფერაციული ცვლილებები. ხშირად ცვლილებებს აქვთ შერეული ხასიათი.

სახსარგარეშე გამოვლინებები

სახსარგარეშე (სისტემური) გამოვლინებები რევმატოიდული ართრიტის დროს აღინიშნება შედარებით იშვიათად, უმთავრესად დაავადების სეროზულ-პოზიტიური (რევმატოიდული ფაქტორის მიხედვით) ფორმის დროს; მათი სიხშირე მატულობს დაავადების პროგრესირებასთან ერთად. მათ მიეკუთვნება კანქვეშა (რევმატიული) კვანძები, რომლებიც ხშირად აღინიშნება იდაყვის სახსრის მიდამოში, სეროზიტები – ჩვეულებრივ ზომიერად გამოხატული ადჰეზიური პლევრიტი და პერიკარდიტი; ლიმფადენოპათია, პერიფერიული ნევროპათია – დისტალური ნერვული ღეროების ასიმეტრული დაზიანება მგრძნობელობის მოშლით, იშვიათად მოძრაობის დარღვევებით; კანის ვასკულიტი, ხშირად კანის წერტილოვანი ნეკროზებით და სხვ.
შინაგანი ორგანოების დაზიანების კლინიკური ნიშნები (კარდიტი, პნევმონიტი და სხვ.) აღინიშნება იშვიათად. ავადმყოფთა 10-15%-ში ვითარდება ამილოიდოზი, თირკმელების დაზიანებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია თანდათანობით მზარდი პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, მოგვიანებით კი თირკმლის უკმარისობა.

ფელგპის სინდრომი

რევმატოიდული ართრიტი, რომლისთვისაც სახსრების დაზიანებასთან ერთად, დამახასიათებელია სპლენომეგალია და ლეიკოპენია, ატარებს ფელგპის სინდრომის სახელწოდებას.

დიაგნოსტიკა

ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლები არასპეციფიკურია. ავადმყოფთა 70-80%-ში სისხლის შრატში ვლინდება რევმატოიდული ფაქტორი; დაავადების ამ ფორმას უწოდებენ სეროპოზიტიულს. დაავადების დაწყებისთანავე, როგორც წესი, აღინიშნება ედს-ის მომატება, ფიბრინოგენის, С-რეაქტიული ცილის მომატება, ჰემოგლობინის დაქვეითება.

რენტგენოლოგიური კვლევა

რენტგენოლოგიურად გამოყოფენ 4 სტადიას:

  1. პირველი სტადია – (საწყისი) – მხოლოდ სახსრის ირგვლივი ოსტეოპოროზი
  2. II სტადია – ოსტეოპოროზი + სასახსრე ნაპრალის შევიწროება
  3. III სტადია – ოსტეოპოროზი + სასახსრე ნაპრალის შევიწროება + ძვლების ეროზია
  4. IV ტადია – III სტადიის ნიშნებისა და სახსრის ანკილოზის შერწყმა.

რევმატოიდული ართრიტის დროს რენტგენოლოგიური ცვლილებები ყველაზე უფრო ადრე ვლინდება მტევნისა და წინატერფ-ფალანგის სახსრებში.

მკურნალობა

ინფექციის არსებობის ან მასზე ეჭვის დროს (ტუბერკულოზი, იერსინიოზი და სხვ.) აუცილებელია თერაპია შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატებით.
გამოხატული სახსარგარე გამოვლინებების არარსებობისას (მაგალითად, მაღალი ცხელება, ფელტის სინდრომი ან პოლინევროპათიები) სახსრის სინდრომის მკურნალობას იწყებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით: რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის საბაზისო საშუალებების გამოყენება საჭიროა ჩატარდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც კარგად იცნობს ამ პრეპარატების მოქმედების ყველა ასპექტს.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვარჯიშს, რომელიც მიმართულია სახსრების მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისაკენ.
ფიზიოთერაპიული პროცედურებსა და კურორტულ მკურნალობას აქვს დამხმარე მნიშვნელობა და გამოიყენება მხოლოდ ართრიტის უმნიშვნელო გამოხატულების დროს.
მყარი მონო- და ოლიგოართრიტის დროს ატარებენ სინოვექტომიას; სახსრების მყარი დეფორმაციების დროს ტარდება რეკონსტრუქციული თერაპია.

რევმატული დაავადებები

რევმატოიდული ართრიტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს:
➡️ სახსრების ტკივილს;
➡️ შებოჭილობას;
➡️ შეშუპებას;
➡️ სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას
🛑 ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტი იწყება და შედარებით დიდი ხნის განმავლობაში ვლინდება მსხვილი, ხშირად მუხლის სახსრის მონოართრიტით.
🔎 რევმატოიდული ართრირისთვის დამახასიათებელია:
✔️ შებოჭილობა;
✔️ ტკივილი;
✔️ სახსრების შეშუპება;
✔️ სახსრების ზევით მდებარე ქსოვილის ჰიპერემია;
✔️ ართრიტის სიმეტრულობა
💭 დაინტერესდი?
👉 შეიტყვეთ მეტი რევმატოიდული ართრიტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილს შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3LQJ0YG
#ართრიტი #რევმატოიდულიართრიტი #რევმატოიდულიართრიტისსიმპტომები #რევმატოიდულიართრიტისნიშნები #რევმატოიდულიართრიტისდიაგნოსტიკა #რევმატოიდულიართრიტისმიმდინარეობა #სახსრებისანთება #რევმატოიდულიართრიტისმკურნალობა #ართრიტისსიმპტომები #ფეხებისშეშუპება #გამონაყარიფეხებზე #სახსრებისტკივილი #შეშუპება #შებოჭილობა #სახსრებისმოძრაობისშეზღუდვა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian