ბეხტერევის დაავადება / მაანკილოზებელი სპონდილიტი

ბეხტერევის დაავადება , მაანკილოზებელი სპონდილიტი – Bechterew’s disease – ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება. ძირითადად ზიანდება გავა-თეძოს, მალთაშუა, ნეკნ-მალისა და მალების მორჩების სახსრები.
დაავადება ხასიათდება ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობითა და ანკილოზების განვითარებით;  ხშირად ზიანდება ასევე კიდურების სახსრები, ზოგიერთ ავადმყოფთან კი ვლინდება შინაგანი ორგანოების დაზიანების სიმპტომებიც.

რა არის ანკილოზი

ანკილოზი (ბერძნ. ankysos მრუდე, osis მდგომარეობა) – ძვლების შეზრდა სახსარში, ან მისი ჩანაცვლება ძვლის ქსოვილით (bony ankylosis), ან შემაერთებელი ფიბროზული ქსოვილით (fibrous ankylosis). იგივე სახსრის სრული ჩაკეტვა.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ცნობილი არ არის. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის გენეტიკურ თავისებურებებს.
უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები. დაავადება იწყება სიცოცხლის მეორე ათწლეულის ბოლოსა და მესამე ათწლეულის დასაწყისში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხერხემლის დაზიანება წარმოადგენს მაანკილოზებელი სპონდილიტის აუცილებელ სიმპტომს. დაავადება იწყება ხერხემლის ტკივილით, ხშირად წელისა და გავის არეში, რომელიც ძლიერდება ღამით; დამახასიათებელია დილის შებოჭილობა. მოგვიანებით აღნიშნულ სიმპტომებს უერთდება ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა: ავადმყოფს არ შეუძლის იატაკიდან რაიმეს აღება მუხლებში მოუხრელად, ქვეითდება გულმკერდის სუნთქვითი ექსკურსია.
დროთა განმავლობაში  სწორდება ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკები და ფორმირდება გულმკერდის კიფოზი, ავადმყოფი ღებულობს დამახასიათებელ ,,მათხოვრის პოზას“. დაავადების ეს ფორმა მიმდინარეობს ნელა, მრავალი წლის განმავლობაში, პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით.
ბეხტერევის დაავადების დროს ხშირია კიდურის სახსრების ართრიტი, რომელსაც აქვს ზოგიერთი თავისებურება. ხშირად ზიანება ქვედა კიდურების მსხვილი სახსრები (მენჯ-ბარძაყის, მუხლის, წვივ-ტერფის), ასევე მხრისა და მკერდ-ლავიწის. ტიპიურია ოლიგოართრიტი და სახსრების არასიმეტრიული დაზიანება. ზოგჯერ წარმოიქმნება მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების ართრიტი.
კიდურების სახსრების ართრიტი მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს ხშირად ხანგრძლივი არ არის (1-2 თვე), მაგრამ ზოგიერთ ავადმყოფთან შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივადაც. ამ შემთხვევებშიც კი, განსხვავებით რევმატიული ართრიტისაგან, როგორც წესი, სახსრების დესტრუქცია, მათი დეფორმაციები არ წარმოიქმნება (მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოკლებით შორს წასულ შემთხვევებში). დამახასიათებელია მიალგიები (განსაკუთრებით ზურგის კუნთების), ენტეზოპათიების განვითარება, უპირატესად ქუსლის არეში.

დიაგნოსტიკა

ძირითადი მნიშვნელობა აქვს ხერხემლის რენტგენოგრაფიას. ადრეული რენტგენოლოგიური სიმპტომია საკროილეიტი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს დაავადების დაწყებიდან 4-6 თვეში. ხერხემლის სხვა ნაწილების დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები ვლინდება მოგვიანებით. დამახასიათებელია მალათაშუა ფიბროზული დისკების გარეთა ნაწილების გაძვალება, განსაკუთრებით გულმკერდის ნაწილში – ე. წ. სინდესმოფიტების გაჩენა.

მკურნალობა

ძირითადად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები; განსაკუთრებული როლი ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურას, რომელიც მიმართულია ხერხემლის კუნთების მოძრაობის შენარჩუნებისაკენ და მათი გამაგრებისაკენ, ასევე ზურგის კუნთების მასაჟს. დამატებითი მნიშვნელობა გააჩნია აპარატულ ფიზიოთერაპიას, ასევე ბალნეო – და ტალახით მკურნალობას.

დაავადებულთა ფიზიკური აქტივობა

დაავადებულთათვის  რეკომენდირებულია აქტიური ცხოვრების წესის დაცვა. რეკომენდირებულია: ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი. მუდმივად უნდა ცდილობდნენ წელში გამართული იყვნენ. დაავადების გამწვავებისა და ტკივილის შემთხვევაში, ავადმყოფს შეიძლება წოლითი რეჟიმი დაჭირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ფიზიკური ვარჯისია აუცილებელი. დაიხმარეთ გამოცდილი მეთოდისტის.
მჯდომარე საქმიანობით დაკავებულმა ადამიანები ხშირად უნდა წამდგნენ და შეცვალონ ჯდომის პოზა. 

დაავადებულის საწოლი

პაციენტის ლოგინი უნდა იყოს მაგარი. სასურველია სპეციალური ორთოპედიული საწოლები.

საკურორტო მკურნალობა

სტაციონარული მკურნალობის შემდეგ დაავადებულემა უნდა  სანატორიულ-კურორტული მკურნალობა.

ბეხტერევის დაავადება / მაანკილოზებელი სპონდილიტი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 რა არის ბეხტერევის დაავადება / მაანკილოზებელი სპონდილიტი?
🩺 ბეხტერევის დაავადება ხერხემლისა და სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება გავა-თეძოს, მალთაშუა, ნეკნ-მალისა და მალების მორჩების სახსრები
🔗 დაავადება ხასიათდება ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობითა და ანკილოზების განვითარებით – სახსრის სრული ჩაკეტვით
🔍 დაავადების სიმპტომები მოიცავს:
➡️ ხერხემლის ტკივილით წელისა და გავის არეში, რომელიც ძლიერდება ღამით;
➡️ დილის შებოჭილობა;
➡️ ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა – ავადმყოფს არ შეუძლის იატაკიდან რაიმეს აღება მუხლებში მოუხრელად, ქვეითდება გულმკერდის სუნთქვითი ექსკურსია; ➡️ გულმკერდის კიფოზი;
➡️ კიდურის სახსრების ართრიტი;
➡️ მიალგიები (განსაკუთრებით ზურგის კუნთების)
🩻 მაანკილოზებელი სპონდილიტის დიაგნოსტიკისთვის ძირითადი მნიშვნელობა აქვს ხერხემლის რენტგენოგრაფიას
💊 მკურნალობა მოიცავს:
✅ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
✅ სამკურნალო ფიზკულტურა, რომელიც მიმართულია ხერხემლის კუნთების მოძრაობის შენარჩუნებისაკენ და მათი გამაგრებისაკენ;
✅ ზურგის კუნთების მასაჟი;
✅ აპარატული ფიზიოთერაპია;
✅ ბალნეო – და ტალახით მკურნალობა
👉 გაიგეთ მეტი ბეხტერევის დაავადების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3tb42dj
#ბეხტერევისდაავადება #მაანკილოზებელისპონდილიტი #სპონდილიტისნიშნები #სპონდილიტისსიმპტომები #მაანკილოზებელისპონდილიტისმკურნალობა #მაანკილოზებელისპონდილიტისდიაგნოსტიკა #ანკილოზურისპონდილიტი #ბეხტერევისსინდრომი #ბეხტერევისდაავადებისსიმპტომები #ბეხტერევისდაავადებისმკურნალობა #ფიზიკურიაქტივობა #ხერხემლისანთება #სახსრებისანთება #ფიზიოთერაპია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

სტატიები თემაზე  ” ბეხტერევის დაავადება “


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ .“ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

რევმატული დაავადებები