ლალი დათეშიძე
ფსორიოზული ართრიტები – სახსრების ანთებითი დაავადებები ფსირიოზით დაავადებულებში.
ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის. ართრიტი ხშირად ვითარდება კანის გამოხატული დაზიანების დროს, თუმცა სრული პარალელიზმი კანისა და სახსროვანი სინდრომის გამოხატულებასა და მიმდინარეობას შორის არ არის. ართრიტი შესაძლებელია წინ უძღვოდეს კანის გამონაყარს ან განვითარდეს ერთეული ფსორიოზული ბალთების დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად გვხვდება დაავადების ვარიანტი, რომელიც მოგვაგონებს რევმატოიდულ ართრიტს. ფსორიოზული ართრიტის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს: სახსრების არასიმეტრიული დაზიანება, ხშირად დაზიანებულ სახსარზე კანის მოლურჯო-მეწამული შეფერილობა (პროცესში თითების სახსრების ჩართვისას ხშირად ვითარდება პერიარტიკულური შეშუპება, რომელიც მოიცავს მთელ თითს – ,,სოსისის მსგავსი თითი“), ხშირად საკროილეიტის არსებობა, რიგ შემთხვევებში ხერხემლის სხვა ნაწილების დაზიანება (სპონდილიტი), რომელიც მოგვაგონებს ბეხტერევის დაავადებას. შედარებით იშვიათად გვხვდება ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს როგორც პოლიართრიტი, მტევნების დისტალური ფალანგთაშორისი

სახსრების დაზიანებით, სწრაფად მოპროგრესირებადი ძვალ-ხრტილოვანი დესტრუქციითა და მნიშვნელოვანი დეფორმაციების განვითარებით – ე. წ. მუტილირებადი ართრიტი. ფსორიოზული ართრიტის მიმდინარეობა ჩვეულებრივ ქრონიკულია, გამწვავებებისა და სუბრემისიების პერიოდებით. ზოგიერთ ავადმყოფებში ართრიტებს არის მწვავე, სწრაფად გარდამავალი, რევმატიული ან პოდაგრული ართრიტის მსგავსი მიმდინარეობა. ფსორიოზული არტრიტის დროს ზოგჯერ აღინიშნება შინაგანი ორგანოების დაზიანებაც: თვალების (ირიტი), მიოკარდის (მიოკარდიტი), შარდგამომყოფი გზების ქვედა ნაწილების (ურეთრიტი და სხვ.), ასევე ამილოიდოზის განვითარებაც. ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით ცვლილებები სისხლში არასპეციფიკურია, სისხლში რევმატიული ფაქტორი არ ვლინდება. სახსრებში რენტგენოლოგიური ცვლილებები მოგვაგონებს

რევმატოიდური ართრიტის დროს არსებულ ცვლილებებს, თუმცა სახსრის ირგვლივი ოსტეოპოროზი ნაკლებადაა გამოხატული, ასევე ადგილი აქვს მიდრეკილებას პერიოსტური რეაქციების განვითარებისაკენ და მცირე ძვლოვან
პროლიფერატებს თითების კიდეებზე და დისტალურ ნაწილებზე. მუტილირებადი ართრიტებისათვის დამახასიათებელია ფალანგების ოსტეოლიზი, ანკილოზი და ქვეამოვარდნილობები.
მკურნალობა. იყენებენ სხვადასხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს; კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა შეყვანა; საკმარისი ეფექტის არარსებობისას ატარებენ პლაზმაფერეზის კურსს და სხვ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 5033 times by 2777 viewers



