სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

რევმატული დაავადებები

რევმატოიდული არტრიტირევმატოიდული ართრიტი – ძირითადად ხასიათდება კიდურების მრავალი სახსრის ქრონიკული პროგრესირებადი ანთებით.

პათოგენეზი: სისხლში იმუნური კომპლექსების ცირკულაცია და ამასთან დაკავშირებით სინოვიური გარსისა და სხვა ორგანოების ვასკულიტის განვითარება, რაც იწვევს მყარი ართრიტისა და სახსრის დესტრუქციის განვითარებას, რიგ შემთხვევებში კი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლძარღვების დაზიანებას. ანტიგენების სახით წარმოდგენილია ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული წარმოშობის ანტიგენები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება მყარი ართრიტით (ჩვეულებრივ პოლიართრიტი), პროცესში სხივ-მაჯის, მაჯა-ფალანგის, მტევნების პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრებისა და წინატერფ-ფალანგის სახსრების ჩართვით. შესაძლოა დაზიანდეს კიდურების

რევმატოიდული ართრიტი

ნებისმიერი სახსარი. დამახასიათებელია დილის შებოჭილობა, ტკივილი, სახსრების შეშუპება, მათ ზევით მდებარე ქსოვილის ჰიპერემია, ართრიტის სიმეტრულობა. ტიპიურია დაავადების თანდათანობითი დაწყება სიმპტომების გამოხატულების ტალღისებრი რხევებით, ნელი, მაგრამ განუხრელად პროგრესირებადი ართრიტით, პროცესში ახალ-ახალი სახსრების ჩართვით. ზოგჯერ რევმატოიდული ართრიტი იწყება და შედარებით დიდი ხნის განმავლობაში ვლინდება მსხვილი, ხშირად მუხლის სახსრის მონოართრიტით. ცნობილია აგრეთვე დაავადების მწვავე დასაწყისი, რომლის დროსაც სახსრის დაზიანებასთან ერთად, აღინიშნება მაღალი ცხელება და სახსარგარეშე გამოვლინებები (სეროზიტები, ჰეპატოლიენალური სინდრომი, ლიმფადენოპათია და სხვ.). დაავადების გავრცელებული სტადია ხასიათდება მადეფორმირებელი, დესტრუქციული (რენტგენოლოგიურად) ართრიტით. ტიპიურია მაჯ-ფალანგის (მოხრითი კონტრაქტურები, ქვეამოვარდნილობები), ფალანგთაშორისი პროქსიმალური

რევმატოიდული ართრიტი

(მოხრითი კონტრაქტურები) და სხივ-მაჯის სახსრების – მტევნის გადახრა გარეთა მხარეზე (ე. წ. რევმატოიდული მტევანი) და წინატერფ-ფალანგის სახსრების დეფორმაციები. ცალკეულ სახსრებში შესაძლოა სჭარბობდეს ანთებითი ან ფიბროზულ-პროლიფერაციული ცვლილებები. ხშირად ცვლილებებს აქვთ შერეული ხასიათი. სახსარგარეშე (სისტემური) გამოვლინებები რევმატოიდული ართრიტის დროს აღინიშნება შედარებით იშვიათად, უმთავრესად დაავადების სეროზულ-პოზიტიური (რევმატოიდული ფაქტორის მიხედვით) ფორმის დროს; მათი სიხშირე მატულობს დაავადების პროგრესირებასთან ერთად. მათ მიეკუთვნება კანქვეშა (რევმატიული) კვანძები, რომლებიც ხშირად აღინიშნება იდაყვის სახსრის მიდამოში, სეროზიტები – ჩვეულებრივ ზომიერად გამოხატული ადჰეზიური პლევრიტი და პერიკარდიტი; ლიმფადენოპათია, პერიფერიული ნევროპათია – დისტალური ნერვული ღეროების ასიმეტრული დაზიანება მგრძნობელობის მოშლით, იშვიათად მოძრაობის დარღვევებით; კანის ვასკულიტი, ხშირად კანის წერტილოვანი ნეკროზებით და სხვ. შინაგანი ორგანოების დაზიანების კლინიკური ნიშნები (კარდიტი, პნევმონიტი და სხვ.) აღინიშნება იშვიათად. ავადმყოფთა 10-15%-ში ვითარდება ამილოიდოზი, თირკმელების დაზიანებით, რომლისათვისაც დამახასიათებელია თანდათანობით მზარდი პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი, მოგვიანებით კი  თირკმლის უკმარისობა. რევმატოიდული ართრიტი, როლისთვისაც სახსრების დაზიანებასთან ერთად, დამახასიათებელია სპლენომეგალია და ლეიკოპენია, ატარებს ფელგპის სინდრომის სახელწოდებას. ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლები არასპეციფიკურია. ავადმყოფთა 70-80%-ში სისხლის შრატში ვლინდება რევმატოიდული ფაქტორი; დაავადების ამ ფორმას უწოდებენ სეროპოზიტიულს. დაავადების დაწყებისთანავე, როგორც წესი, აღინიშნება ედს-ის მომატება, ფიბრინოგენის, С-რეაქტიული ცილის მომატება, ჰემოგლობინის დაქვეითება. რენტგენოლოგიურად გამოყოფენ 4 სტადიას: პირველი სტადია – (საწყისი) – მხოლოდ სახსრის ირგვლივი ოსტეოპოროზი; II სტადია – ოსტეოპოროზი + სასახსრე ნაპრალის შევიწროება; III სტადია – ოსტეოპოროზი + სასახსრე ნაპრალის შევიწროება + ძვლების ეროზია; IV ტადია – III სტადიის ნიშნებისა და სახსრის ანკილოზის შერწყმა. რევმატოიდული ართრიტის დროს რენტგენოლოგიური ცვლილებები ყველაზე უფრო ადრე ვლინდება მტევნისა და წინატერფ-ფალანგის სახსრებში.

მკურნალობა. ინფექციის არსებობის ან მასზე ეჭვის დროს (ტუბერკულოზი, იერსინიოზი და სხვ.) აუცილებელია თერაპია შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატებით. გამოხატული სახსარგარე გამოვლინებების არარსებობისას (მაგალითად, მაღალი ცხელება, ფელტის სინდრომი ან პოლინევროპათიები) სახსრის სინდრომის მკურნალობას იწყებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით: რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის საბაზისო საშუალებების გამოყენება საჭიროა ჩატარდეს ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც კარგად იცნობს ამ პრეპარატების მოქმედების ყველა ასპექტს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიზკულტურას, რომელიც მიმართულია სახსრების მაქსიმალური მოძრაობისა და კუნთოვანი მასის შენარჩუნებისაკენ. ფიზიოთერაპიული პროცედურები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ელექტროფორეზი, ფონოფორეზი ჰიდროკორტიზონით, დიმექსიდის აპლიკაციები) და კურორტულ მკურნალობას აქვს დამხმარე მნიშვნელობა და გამოიყენება მხოლოდ ართრიტის უმნიშვნელო გამოხატულების დროს. მყარი მონო- და ოლიგოართრიტის დროს ატარებენ სინოვექტომიას; სახსრების მყარი დეფორმაციების დროს ტარდება რეკონსტრუქციული თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 5264 times by 2987 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka