ლალი დათეშიძე
აპენდიკულური აბსცესი – მწვავე აპენდიციტის დესტრუქციული ფორმების გართულება. თავდაპირველად ფორმირდება აპენდიკულური ინფილტრატი, რომელიც შედგომში გაიწოვება, ან აბსცენდირდება, მიუხედავად შესაბამისი მკურნალობისა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების დასაწყისში აღინიშნება მეტ-ნაკლებად გამოხატული მწვავე აპენდიციტის ტიპიური ტკივილის სინდრომი. დაგვიანებული მიმართვის გამო, ან არასწორი დიაგნოსტირებისას, დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ორი მიმართულებით: პერიტონიტის პროგრესირება და ანთებითი პროცესის შემოფარგვლა. უკანასკნელ შემთხვევაში ტკივილი 2-3 დღეში ცხრება, ტემპერატურა ქვეითდება. მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოს პალპაციით მოისინჯება ინფილტრატი. მე-5-7 დღიდან ტემპერატურა კვლავ მატულობს, ძლიერდება ტკივილი მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში, დისპეფსიური მოვლენები. ტკივილი ძლიერდება ხველების, სიარულის, ჯანჯღარით მგზავრობის დროს. ენა სველია, ნადებითაა დაფარული. მუცელი ჩამორჩება სუნთქვაში ზედა მარჯვენა კვადრანტში, აქვე აღინიშნება გამობერვა. პალპაციით აღინიშნება კუნთების დაჭიმულობა, მტკივნეულობა (ზოგჯერ ძლიერ გამოხატული), პერიტონეუმის გაღიზიანების სუსტად გამოხატული სიმპტომები. ღრმა პალპაციით ისინჯება მტკივნეული, უძრავი ინფილტრატი. ზოგჯერ წარმოიქმნება ნაწლავური გაუვალობის ნიშნები – მუცლის ღრუს რენტგენოსკოპიით შესაძლოა გამოვლინდეს სითხის დონე და პნევმატოზი მუცლის მარჯვენა ნახევარში. რექტალური ან ვაგინური გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა. სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. დინამიკური დაკვირვების დროს აღინიშნება ლეიკოციტოზის მატება, ტემპერატურა ღებულობს ჰექტიურ ხასიათს. თანდათანობით მატულობს ტკივილის სინდრომი, დიდდება ინფილტრატი და ძლიერდება ტკივილი მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში. ჩირქგროვის ზომებსა და მის ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ ულტრაბგერითი გამოკვლევით.
მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის წინ აუცილებელია პრემედიკაცია. ჩირქგროვის გახსნა ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. ღრუს ამუშავებენ ანტისეპტიკებით და ადებენ დრენაჟს; ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დეზინტოქსიკაციური თერაპია, ანტიბიოტიკები. გართულებები: სეფსისი, პილეფლებიტი, ღვიძლის აბსცესები, ჩირგროვის გახსნა მუცლის ღრუში, პერიტონიტის განვითარებით.
პროგნოზი სერიოზულია, დამოკიდებულია დროულ და ადეკვატულ ოპერაციულ ჩარევაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 685 times by 371 viewers



