სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

რევმატული დაავადებები 

გუდპასჩერის სინდრომი (Goodpasture’s syndrome) – სისტემური ვასკულიტი, რომელიც ვლინდება  ძირითადად ფილტვებისა და თირკმელების დაზიანებით. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები 20-30 წლის ასაკში.

ეტიოლოგია ცნობილი არ არის. თუმცა აღინიშნება კავშირი ვირუსულ და ბაქტერიულ ინფექციასთან, გაცივებასთან. დაავადება პირველად აღწერილი იქნა გრიპის ეპიდემიის დროს, 1919 წელს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, სისხლიანი ხველით, ქოშინით. აუსკულტაციით მოისმინება სველი ხიხინი ფილტვების შუა და ქვედა ნაწილებში, რენტგენოლოგიურად ვლინდება მრავლობითი კეროვანი ან გაერთიანებული დაჩრდილვა ორივე ფილტვის ველში. საკმაოდ სწრაფად ვითარდება მძიმე, პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობა. განმეორებითი სისხლიანი ხველა და ჰემატურია იწვევს ანემიას, რომელიც ღრმავდება თირკმლის უკმარისობის დროს. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ანემია, ლეიკოციტოზითა და ედს-ის მომატებით. დაავადების დამახასიათებელ იმუნოპათოლოგიურ ნიშნებს მიეკუთვნება თირკმლის ბაზალური მემბრანების ანტისხეულები. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა – სიკვდილი დგება დაავადების დაწყებიდან უახლოესი 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში, ფილტვ-გულის ან თირკმლის უკმარისობის მოვლენების დროს.

მკურნალობა. მკურნალობის ადრე დაწყების დროს შესაძლოა შენელდეს დაავადების პროგრესირება. აღწერილია პლაზმაფარეზის წარმატებითი გამოყენება იმუნოსუპრესორულ თერაპიასთან ერთად.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 922 times by 497 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka