ლალი დათეშიძე
შეგრენის სინდრომი (Sjögren’s sicca [Mikulicz-Sjögren] syndrome) – ეგზოკრინული ჯირკვლების, უპირატესად სანერწყვე და ცრემლის ჯირკვლების ქრონიკული ანთება, რომელიც ვლინდება მათი სეკრეტორული უკმარისობის ნიშნებით. შესაძლოა მიმდინარეობდეს იზოლირებულად; ამ შემთხვევაში მას უწოდებენ პირველად მშრალ სინდრომს, პირში და თვალებში სიმშრალის განსაკუთრებულად გამოხატული კლინიკური ნიშნების გამო, ხოლო ავტოიმუნურ დაავადებებთან შერწყმისას – შაგრენის მეორად სინდრომს.
შაგრენის პირველადი სინდრომის ეტიოლოგია ცნობილი არ არის. გავრცელებულია შეხედულება დაავადების ავტოიმუნური გენეზის შესახებ, ავტოიმუნური ბუნების სხვა დაავადებებთან ხშირად შერწყმის გამო,

კერძოდ რევმატოიდულ ართრიტთან, სისტემურ წითელ მგლურასთან, სისტემურ სკლეროდერმიასთან და სხვ. ავადდებიან უპირატესად საშუალო ასაკის ქალები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუნქტივიტისა (ქსეროფთალმია) და მშრალი სტომატიტის (ქსეროსტომია) შერწყმა, რაც უკავშირდება სანერწყვე და ცრემლის ჯირკვლების დაზიანებასა და სეკრეტორულ უკმარისობას. ავადმყოფები უჩივიან ასევე მორეციდივე პაროტიტებს, ჩვეულებრივ სიმეტრიულს, ტკივილსა და შეშუპებას ყბისქვეშა ჯირკვლების არეში. ქსეროფთალმია მიმდინარეობს მუდმივი წვის, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებით, სინათლის შიშით, ცრემლის შემცირებითა და სრული გაქრობით. პირის ღრუში მუდმივი სიმშრალის გამო, გაძნელებულია ღეჭვა და ყლაპვა, ვითარდება გლოსიტ-ქეილიტი, კბილების პროგრესირებადი კარიესი. ავადმყოფებს აწუხებთ სახსრების მუდმივი ტკივილი და შეშუპება, თუმცა მძიმე დეფორმაციები და დესტრუქციული ცვლილებები მშრალი სინდრომის დროს არ ვითარდება. აღინიშნება რეინოს სინდრომი, ხშირად წამლისმიერი გადაუტანლობა. ლაბორატორიული მონაცემები: რევმატოიდული ფაქტორი მკვეთრად დადებითია, ედსი მომატებულია. დიაგნოზის დადგენა ხდება შემდეგი სამი ნიშნიდან მინიმუმ ორის არსებობისას: ქსეროფთალმია, ქსეროსტომია და ავტოიმუნური დაავადება. დაავადებას აქვს ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა, ლიმფური კვანძებისა და შინაგანი ორგანოების ჩართვით.
მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია. ლორწოვანი გარსების სიმშრალის შესამცირებლად იყენებენ ხელოვნურ ცრემლს და პირის ღრუს ხშირ გამოვლებას. აუცილებელია ოფთალმოლოგისა და სტომატოლოგის სისტემატური მეთვალყურეობა; ართრიტების დროს-ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები საყოველთაოდ მიღებული დოზებით. კორტიკოსტეროიდების მიღება ნაჩვენებია დაავადების გენერალიზაციის დროს, ასევე შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებთან შეუღლებისას.
_________________________________________________
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 2758 times by 1431 viewers



