ლალი დათეშიძე
მაობლიტირებელი თრომბანგიიტი – სისხლძარღვთა სისტემური ანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი ტიპის არტერიების, ასევე ვენების დაზიანებით.
ეტიოლოგია და პათოგენეზი ცნობილი არ არის. სავარაუდოდ ადგილი აქვს ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას სხვადასხვა გარე და შიგა ზემოქმედებაზე. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები 30-45 წლის ასაკში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება თანდათანობით მიგრირებადი თრომბოფლებიტით, სიარულისას ფეხებში სწრაფი დაღლისა და სიმძიმის შეგრძნებით, განსაკუთრებით წვივის კუნთებში, პარესთეზიებით. შემდეგში ვითარდება ხანგამოშვებითი სიკოჭლე, და ბოლოს, ტკივილი კიდურებში, რომელიც რჩება მოსვენებით მდგომარეობაშიც და განსაკუთრებით გამოხატულია ღამით. ობიექტურად აღინიშნება პულსაციის დაქვეითება ქვედა კიდურებზე, მოგვიანებით პულსაცია ქრება. დაზიანებულ კიდურებზე ვითარდება ტროფიკული დარღვევები, შემდეგში კი იშემიური ნეკროზები. ზოგჯერ დაავადება იძენს სისტემური პროცესის ხასიათს, რაც ვლინდება პროცესში კორონარული, ცერებრული არტერიების ჩართვით და იშემიური მოვლენების განვითარებით. აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუბფებრილიტეტი, ანთებითი აქტიურობის მაჩვენებლების ზრდა, კერძოდ ედს-ის. აქვს ქრონიკული, პროგრესირებადი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით; თანდათანობით ღრმავდება იშემიური მოვლენები. სისტემური პროცესის დროს შესაძლებელია მიოკარდის ინფარქტის, იშემიური ინსულტის, ნაწლავის ნეკროზისა და სხვა დაავადებების განვითარება, რომლებიც ამძიმებენ პროგნოზს. დიაგნოზის დასადასტურებლად ატარებენ არტერიოგრაფიას.
მკურნალობა. ნაჩვენებია სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალებები განმეორებითი კურსებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან ერთად, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და სხვ. გამოიყენება ასევე ჰიპერბარული ოქსიგენაციის კურსები (ჩვენების დროს).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 3859 times by 2020 viewers



