ლალი დათეშიძე
ვეგენერის გრანულომატოზი (Wegener’s granulomatosis) - სისტემური ვასკულიტის ერთ-ერთი ფორმა, გიგანტურუჯრედოვანი გრანულომატოზურ-ნეკროზული ვასკულიტი, რომელიც მიმდინარეობს სასუნთქი გზების, ფილტვებისა და თირკმელების დაზიანებით.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორებია: მწვავე რესპირატრული დაავადებები, გაცივება, ინსოლაცია, ტრავმა, წამლის გადაუტანლობა და სხვ. ვასკულიტის სისტემური ხასიათი, ვრცელი გრანულომატოზური რეაქციები, საფუძველს იძლევა ვიფიქროთ დაავადების წამყვანი ავტოიმუნური მექანიზმების შესახებ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირია მამაკაცებში; იწყება ზედა სასუნთქი გზების დაზიანებითა და ვლინდება მყარი სურდოთი, სეროზული, ჩირქოვანი გამონადენით, ცხვირიდან სისხლდენით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანების სხვა ნიშნებით, ხოლო პროცესში ტრაქეობრონქული ხის ჩართვისას – შეუპოვარი ხველით, სისხლიან-ჩირქოვანი ნახველით, ტკივილით გულმკერდში. შემდგომში ვითარდება დაავადების პოლისინდრომული კლინიკური სურათი (გენერალიზაციის სტადია), რასაც თან ახლავს ცხელება, მიგრირებადი პოლიართრიტი ან მხოლოდ ართრალგიები და მიალგები, ასევე კანის (მათ შორის სახის კანის მძიმე ნეკროზულ-წყლულოვანი დაზიანება), ფილტვების დაზიანება და სხვ. განსაკუთრებით პათოგნომურია ჩირქოვან-ნეკროზული და წყლულოვან-ნეკროზული რინიტი, სინუსიტი, ნაზოფარინგიტი და ლარინგიტი. ფილტვების გამოკვლევით ვლინდება პნევმონიის კლინიკურ-რენტგენოლოგიური სიმპტომატიკა აბსცედირებითა და ღრუების წარმოქმნით. ამ სტადიაში პათოლოგიურ პროცესში ერთვება თირკმელები, ვითარდება დიფუზური გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობა. ლაბორატორიული მონაცემები დამახასიათებელი არ არის. ჩვეულებრივ აღინიშნება ანთებითი პროცესის აშკარა ნიშნები – ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება და სხვ. ავადმყოფები კვდებიან ფილტვიდან სისხლდენით ან თირკმელების უკმარისობით. დიაგნოზის დადგენა ადრეულ პერიოდში საკმაოდ ძნელია, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი დაავადება იწყება ფილტვის სიმპტომატიკით. ასეთ ავადმყოფებში ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ბიოფსია ავლენს პათოლოგიის გრანულომატოზურ ხასიათს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1132 times by 626 viewers



