ლალი დათეშიძე
მუცლის აორტის ანევრიზმა – წარმოიქმნება, როგორც წესი, ათეროსკლეროზის შედეგად. ლოკალიზებულია უპირატესად თირკმლის არტერიების გამოსვლის ადგილიდან ქვევით.
სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სიმპტომატიკა ღარიბია. ანევრიზმების დაახლოებით 40% შემთხვევითაა აღმოჩენილი კლინიკური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების დროს. დაავადების დასაწყისში ავადმყოფი უჩივის პერიოდულ ტკივილს მუცელში და პულსაციის შეგრძნებას; ხერხემლის მარცხნივ ვლინდება პულსირებადი წარმონაქმნი, აუსკულტაციით მოისმინება სტენოზური შუილები. თანდათანობით ტკივილები ვითარდება მუცელში საკვების მიღების შემდეგ, აღინიშნება ხანგამოშვებითი სიკოჭლის მოვლენები. ტკივილი მატულობს, თუკი ანევრიზმული პარკი აწვება სპინურ ფესვებს.
დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკური გამოკვლევების მონაცემებს, მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოსკოპიას, ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნესთან და რეტროპერიტონეალურ სიმსივნესთან.
მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია – ანევრიზმის რეზექცია პროთეზირებით.
პროგნოზი. არანამკურნალები ავადმყოფების დაახლოებით 90% იღუპება წლის განმავლობაში ანევრიზმის გასკდომის შედეგად. მასიური სისხლდენა წარმოიქნება რეტროპერიტონეალურ სივრცეში, მუცლის ღრუში და სხვ. ლეტალობა ასეთ დროს შეადგენს დაახლოებით 90%-ს. იშვიათად წარმოიქმნება თრომბოემბოლიური გართულებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 10734 times by 3233 viewers



