სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

რბილი ქსოვილების აბსცესი – წარმოიქმნება ინფექციის შეღწევით რბილ ქსოვილებში კანის დაზიანების დროს, მათ შორის მიკროტრავმების დროს. ჩირქგროვა მდებარეობს ზედაპირულად. გამომწვევია – სტაფილოკოკი, შერწყმული ნაწლავის ჩხირთან (ზოგჯერ ანაერობული).

სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის სტადიაში ვლინდება ინფილტრატი მკაფიო საზღვრების გარეშე, შემდგომში ფორმირდება აბსცესი ტიპიური ნიშნებით: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ფლუქტუაცია, ტემპერატურის მომატება. ზედაპირულად მდებარე ჩირქგროვის დროს ფლუქტუაცია ვლინდება ადრე, შედარებით ღრმად მდებარეობების დროს- მოგვიანებით; დიაგნოსტირებისათვის ასეთ დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ულტრაბგერითი გამოკვლევა ან ინფილტრატის დიაგნოსტიკური პუნქცია მსხვილი ნემსით.

მკურნალობა ოპერაციულია – აბსცესის ფართო გახსნა და დრენირება. ღრმად მდებარე ჩირქგროვების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მკურნალობის დახურული მეთოდი – მცირე განაკვეთი, შიგნითა კედლის კიურეტაჟი შემცველობის ასპირაციით, ღრუს დრენირება გამორეცხვითა და აქტიური აპირაციით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 732 times by 330 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka