ლალი დათეშიძე
რბილის ქსოვილების ინექციის შემდგომი აბსცესი - წარმოიქმნება კანქვეშა ქსოვილში ინფიცირებული შემცველობის ან სამკურნალო საშუალებების არასწორი შეყვანის შედეგად. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ასეპტიკური ნეკროზი, ქსოვილთა შემდგომი ჩირქოვანი გალღობით, მაგრამ ჩირქი რჩება სტერილური.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინექციიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება ტკივილი ინექციის ადგილზე, ტემპერატურის მომატება; ადგილობრივად აღინიშნება ინფილტრატი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით, ასევე კანის ჰიპერემია და შეშუპება, ხოლო 2-3 დღის შემდეგ ვლინდება ფლუქტუაცია. ინექციის შემდგომი აბსცესები ხშირად წარმოიქმნება დუნდულოების მიდამოებში.
მკურნალობა. საწყის სტადიში ნაჩვენებია კონსერვატიული მკურნალობა: ულტრაიისფერი დასხივება, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რიგ შემთხვევებში – ანტიბიოტიკები. ჩირქგროვის წარმოქმნის დროს კერას ხსნიან. პროგნოზი კეთილსაიმედოა, იგი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, რის გამოც ტარდებოდა ინექცია. ოპერაციული ჩარევის ხანგრძლივმა შეჩერებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეფსისი და ჩირქის მასიური გადინება უჯრედშორის სივრცეებში.
პროფილაქტიკა. ერთჯერადი შპრიცების გამოყენება. დაუშვებელია დაბინძურებული და გაწმენდილი ნემსების გამოყენება. კუნთებში ინექციისათვის არ შეიძლება გამოყენებულ იქნას კანქვეშა, კანში და ინტრავენური ინექციებისათვის საჭირო ნემსები. აუცილებელია ყოველ ჯერზე შეიცვალოს ინექციის მხარე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 658 times by 348 viewers



