პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – წარმოიქმნება ათეროსკლეროზის, ტრავმების, ზოგჯერ სისხლძარღვის ეროზიის შედეგად. ზოგჯერ ანევრიზმა თანდაყოლილია. იშვიათად პერიფერიული არტერიების ანევრიზმა ლოკალიზებულია ვისცერულ არტერიებში, თავის ტვინის არტერიებში.

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – სიმპტომები, მიმდინარება. დამახასიათებელია კიდურის ან ორგანოს პერიფერიული ნაწილების არტერიული სისხლმიმოქცევის მოშლა. შესაძლებელია გამოვლინდეს ვენური სისხლმიმოქცევის დარღვევაც,  ანევრიზმის ზეწოლის შედეგად ვენებზე. ანევრიზმის ხანგრძლივი არსებობის დროს შესაძლებელია მეზობელ ორგანოებზე ზეწოლისა და გადანაცვლების სიმპტომების წარმოქმნა, მატი ფუნქციის დარღვევით. ადგილობრივად აღინიშნება პულსირებადი ორგანო ტიპიური სტენოზური შუილით.

დიაგნოზი დასტურდება ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით, კომპიუტერული ტომოგრაფიით, ანგიოგრაფიით.

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – გართულებები: სისხლძარღვის პერიფერიული ნაწილების თრომბოზები და ემბოლიები, ანევრიზმის გასკდომა სისხლდენით. ანევრიზმის დიამეტრის გადიდებასთან ერთად მატულობს მისი გასკდომის საშიშროება.

პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმა – მკურნალობა. ანევრიზმის გადიდებისა და მისი გასკდომის საშიშროების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია ანევრიზმის ლოკალიზაციაზე.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.