სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

არტერიულ-ვენური ანევრიზმა - პათოლოგიური შენაერთი არტერიასა და ვენას შორის. განსხვავებით ფიზიოლოგიური არტერიულ-ვენური ანასტომოზისაგან, არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს არ არსებობს ჩამკეტი მექანიზმი და მისი ფუნქციის ფიზიოლოგიური რეგულაცია. არეტერიულ-ვენური ანევრიზმები შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი (ბოტალოს სადინარი, პარქს ვებერის დაავადება არტერიასა და ვენას შორის მასიური ჰემანგიომატოზური ზონების წარმოქმნით და სხვ.). შეძენილი ანევრიზმები გვხვდება შედარებით ხშირად (80%); მათ განაპირობებს არტერიებისა და ვენების ტრავმები, არტერიული ანევრიზმების გასკდომა, იშვიათად სისხლძარღვის კედლის ბიოფსია ან არტერიულ-ვენური შუნტის დადება ჰემოდიალიზის ჩასატარებლად. არტერიასა და ვენას შორის შეერთება შესაძლებელია მოხდეს ანევრიზმული პარკის წარმოქმნით ან მის გარეშე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლაპარაკობენ არტერიულ-ვენურ ფისტულაზე. ასეთი ფისტულები შესაძლებელია იყოს ერთეული ან მრავლობითი, გულთან ახლოს, ან პერიფერიაზე. ფისტულის ფუნქციური ზეგავლენა გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე და მისი გავლით სისხლმიმოქცევის ხარისხზე. სისხლის დანაკარგი ფისტულის არტერიული მუხლიდან ვენურში მით მეტია, რაც მეტია ფისტულის დიამეტრი და რაც უფრო ახლოსაა გულთან. სისხლის გადასროლა არტერიიდან ვენაში იწვევს მარჯვენა გულის გადატვირთვას. პერიფერიაზე სისხლმიმოქცევის უკმარისობის კომპენსირება ხდება გულის წუთმოცულობის გაზრდით, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმითა და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. პალპირებადი პულსირებადი სიმსივნე, დამახასიათებელი ხმა ფისტულის ზევით, პროქსიმალური ვენების გაფართოება პულსირებადი ვარიკოზული კვანძებით, არტერიის პროქსიმალური ნაწილის გაფართოება დამატებითი მარყუჟების წარმოქმნით; პერიფერიული ფისტულები იწვევენ ქრონიკული არტერიული უკმარისობის სიმპტომების განვითარებას.

გართულებები: მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა, კიდურების ვარიკოზული ან იშემიური წყლულები, შეშუპებები, შეგუბებითი დერმატიტი.

მკურნალობა. მხოლოდ ოპერაციულია; მისი მიზანია ფისტულის ლიკვიდაცია, სისხლმიმოქცევის აღდგენა არეტერიასა და ვენაში.

პროგნოზი დროულად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. რაც უფრო ადრეა დაწყებული ოპერაციული კორექცია, მით ნაკლებია და მეტად შექცევადია სისხლმიმოქცევის დარღვევები და მიოკარდის ცვლილებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 458 times by 229 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka