სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ანევრიზმაანევრიზმა - გულის, ან სისხლძარღვის გათხელებული უბნის გამობერვა. გულის ანევრიზმა შესაძლებელია იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზის, სიფილისისა და სხვა დაავადებების გართულება, ასევე ჭრილობის შედეგი (ტრავმული ანევრიზმა). ანევრიზმის ფორმირებას, განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი დეფექტებიც. ანევრიზმა შესაძლებელია იყოს არტერიული, ვენური და არტერიულ – ვენური. ფორმის მიხედვით – თითისტარისებრი და პარკისებრი. გულის ანევრიზმა წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტის ძირითად გართულებას და ჩვეულებრივ ვითარდება მარცხენაპარკუჭის კედელში. ანევრიზმის გამოვლინება დაკავშირებულია მის ლოკალიზაციაზე, ზომებზე და სხვა ფაქტორებზე. არცთუ იშვიათად, ანევრიზმა დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება, ამავე დროს ანევრიზმამ შესაძლებელია გამოწვიოს იმ ქსოვილთა სისხმომარაგების შეფერხება, რომლებიც დაზიანებული სისხლძარღვით იკვებებიან; დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ახლომდებარე ორგანოებსა და ქსოვილებს. ანევრიზმა შესაძლებელია გასკდეს და გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა. ანევრიზმიანი ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობასა და მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 5481 times by 3470 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka