მწვავე აპენდიციტი

მწვავე აპენდიციტი appendicitis
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე აპენდიციტი – ბრმა ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის არასპეციფიკური ანთება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 მწვავე აპენდიციტის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია ჭიანაწლავში მორფოლოგიური ცვლილებების ხასიათზე, მის მდებარეობაზე, ავადმყოფის ასაკზე, თანდართული გართულებების ხასიათზე.
დაავადების საწყისი სიმპტომია უეცრად განვითარებული ყრუ ხასიათის ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, ან ჭიპის მიდამოში.
დაახლოებით 6 საათის შემდეგ ტკივილი გადაინაცვლებს თეძოს ნაწლავის მიდამოში. ტკივილის ლოკალიზაციის ცვლილება და მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში ტკივილის წარმოქმნა მიუთითებს სომატური ტკივილების წარმოქმნაზე, რაც განპირობებულია ვისცერული პერიტონეუმის გაღიზიანებით (ანუ ანთებამ მოიცვა ჭიანაწლავის ყველა შრე).

ტკივილის ლოკალიზაცია

ტკივილის ლოკალიზაცია დამოკიდებულია ჭიანაწლავის მდებარობაზე: მისი ტიპიური მდებარეობის დროს ავადმყოფი ტკივილს შეიგრძნობს მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში.
შედარებით მაღლა მდებარეობისას – მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რეტროცეკალური მდებარეობის დროს – მუცლის გვერდით ზედაპირზე ან წელის არეში, მენჯისმიერი მდებარეობის დროს – ბოქვენის ზევით.
მწვავე აპენდიციტის საკმაოდ ხშირი სიმპტომია გულისრევა, ზოგჯერ (განსაკუთრებით დაავადების დასაწყისში) შესაძლებელია ღებინებაც. კუჭის მოქმედება დარღვეული არ არის.
წანაზარდის მდებარეობისას ბრმა ან სწორ ნაწლავთან, ან ნაწლავის მარყუჟებს შორის, ანთება შესაძლებელია გავრცელდეს ნაწლავის კედელზე, რაც იწვევს სითხის დაგროვებას ნაწლავის სანათურში და ფაღარათს.
ენა დაავადების დასაწყისში სველია, ხშირად დაფარულია ნადებით.
ავადმყოფი წევს ზურგზე ან მარჯვენა გვერდზე, სხეულის მდებარეობის ცვლილება, ხველა, სიცილი, ცემინება აძლიერებს ტკივილს მუცელში. მუცლის დათვალიერებით ვლინდება მუცლის კედლის მარჯვენა ქვედა მიდამოს სუნთქვაში ჩამორჩენა.
მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოს პალპაციით ვლინდება კუნთების დაჭიმულობა და მკვეთრი მტკივნეულობა აღინიშნება პერიტონეუმის გაღიზიანების დადებითი სიმპტომები (შჩოტკის-ბლუმბერგის სიმპტომი, ვოსკრესენსკის სიმპტომი).
მწვავე აპენდიციტს პათოგნომური სიმპტომები არ აქვს; კლინიკურ სურათს განსაზღვრავს ადგილობრივი პერიტონიტის მოვლენები. ტკივილი, როგორც წესი, ძლიერდება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას (სიტკოვსკის სიმპტომი), ტკივილი ძლიერდება პალპაციის დროს.
ჭიანაწლავის რეტროცეკალურად მდებარეობის დროს ხშირად აღინიშნება ტკივილის გაძლიერება გასწორებული ფეხის ზევით აწევის დროს (ობრაზცოვის სიმპტომი).
ეს სიმპტომი საჭიროა შემოწმდეს ძალიან ფრთხილად, ვინაიდან მუცლის კედელზე უხეშმა  ზეწოლამ შესაძლოამოხდეს გამოიწვიოს ჭიანაწლავის პერფორაცია.
ტემპერატურა ხშირად მომატებულია სუბფებრილურ ციფრებმადე. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. სწორი ნაწლავიდან და საშოსმხრივი გამოკვლევით აღინიშნება მენჯის მარჯვენა კედლის მტკივნეულობა.
ერითროციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა შარდში არ გამორიცხავს მწვავე აპენდიციტს. ტიპიურ შემთხვევებში დიაგნოსტირება რთული არ არის. თუმცა, ჭიანაწლავის მდებარეობის ატიპურობა და ანთებითი პროცესის მიმდინარეობის თავისებურებები ზოგჯერ მეტისმეტად ართულებს დაავადების დიაგნოსტირებას.

აპენდიციტის სახეები

განასხვავებენ მწვავე მარტივ და დესტრუქციულ აპენდიციტს. ამ უკანასკნელის დროს მწვავე აპენდიციტის სიმპტომატიკა უფრო მკაფიოდაა გამოხატული: ძლიერი ტკივილი, პერიტონეუმის გაღიზიანების მკვეთრი სიმპტომები, მაღალი ლეიკოციტოზი და ტემპერატურა.
თუმცა სრული შესაბამისობა დაავადების კლინიკურ სურათსა და გამოვლენილ მორფოლოგიურ ცვლილებებს შორის მაინც არ აღინიშნება. მწვავე აპენდიციტის მიმდინარეობას ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულებში გააჩნია თავისებურებები.
ბავშვებში ბადექონის განუვითარებლობა და ორგანიზმის ჰიპერერგული რეაქცია იწვევს ანთებითი პროცესის სწრაფ პროგრესირებას და პერიტონიტის განვითარებას.
ბავშვებში მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა დაავადების დასაწყისში რთულია: ვლინდება გულისრევა, მრავალჯერადი ღებინება, მაღალი ტემპერატურა, გაფანტული ტკივილი მუცელში, რის გამოც ხშირია დიაგნოსტიკური შეცდომები.
მოხუცებში ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება განაპირობებს დაავადების კლინიკური სიმპტომების წაშლას, რის გამოც ხშირად გვიანდება დიაგნოსტირება და ჰოსპიტალიზაცია.
აქედან გამომდინარეობს დესტრუქციული აპენდიციტის პრევალირება და აპენდიკულური ინფილტრატების განვითარება.
ორსულებში საშვილოსნოს მიერ ბრმა ნაწლავისა და ჭიანაწლავის გადანაცვლება იწვევს ტკივილების ტიპიური ლოკალიზაციის ცლილებებს, ხოლო ჭიანაწლავის მდებარეობისას საშვილოსნოს უკან – პერიტონეალური სიმპტომების გამოხატულების დაქვეითებას.

მკურნალობა – ოპერაციულია.

მწვაავე აპენდიციტილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მწვავე აპენდიციტი – ბრმა ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის არასპეციფიკური ანთება
📍 ტკივილის ლოკალიზაცია დამოკიდებულია ჭიანაწლავის მდებარობაზე:
✅ ტიპიური მდებარეობა – ავადმყოფი ტკივილს შეიგრძნობს მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში;
✅ შედარებით მაღლა მდებარეობა – ტკივილი შეიგრძნობა მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
✅ რეტროცეკალური მდებარეობა – ტკივილის შეგრძნება მუცლის გვერდით ზედაპირზე ან წელის არეში;
✅ მენჯისმიერი მდებარეობა – ტკივილი ბოქვენის ზევით
❗️ ტკივილი, როგორც წესი, ძლიერდება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას (სიტკოვსკის სიმპტომი), ტკივილი ძლიერდება პალპაციის დროს.
‼️ ჭიანაწლავის რეტროცეკალურად მდებარეობის დროს ხშირად აღინიშნება ტკივილის გაძლიერება გასწორებული ფეხის ზევით აწევის დროს (ობრაზცოვის სიმპტომი)
👉 გაიგეთ მეტი აპენდიციტის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3sibVNA
#აპენდიციტი #მწვავეაპენდიციტი #აპენდიციტისსიმპტომები #აპენდიციტისნიშნები #აპენდიციტისდიაგნოსტიკა #აპენდიციტისმკურნალობა #აპენდიციტიბავშვებში #აპენდიციტიმოხუცებში #მარტივიაპენდიციტი #დესტრუქციულიაპენდიციტი #მუცლისტკივილი #გულისრევა #ღებინება #მადისდაკარგვა #ცხელება #ყაბზობა #დიარეა #შებერილობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 23 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები