სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ბრონქოექტაზები – სეგმენტური და სუბსეგმენტური ბრონქების ცილინდრული ან პარკისებრი გაფართოება, ბრონქული კედლის ქრონიკულ ანთებასთან ერთად. პროცესი შემთხვევათა დაახლოებით 50%-ში ორმხრივია, ხშირად ლოკალიზებულია ბაზალურ სეგმენტებში და ქვედა

ბრონქოექტაზია

წილებში. ბრონქოექტაზების განვითარების საფუძველია ბრონქული სტრუქტურების თანდაყოლილი მანკები, ადრეულ ასაკში გადატანილი პნევმონიები ან ბრონქიტები, დამცველობითი მექანიზმების დარღვევები, სხვა ფილტვისმიერი და ბრონქული დაავადებების გართულებები. განასხვავებენ პირველად და მეორად ბრონქოექტაზებს. პირველადი ბრონქოექტაზები განპირობებულია თანდაყოლილი მანკებით, ბრონქების ლორწოვანი გარსების ჰიპერტროფიასთან ერთად, რომელიც აღრმავებს სადრენაჟო ფუნქციის მოშლას, ჰიპერკრინიას მეორადი ინფექციის თადართვით. მეორადი შეძენილი ბრონქოექტაზების მიზეზი შესაძლებელია იყოს ბრონქების სადრენაჟო ფუნქციის ნებისმიერი დარღვევა, როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული წარმოშობისა, მეორად ჰიპერკრინიასთან, ინფექციის თანდართვასთან და ბრონქის კედლის დაზიანებასთან ერთად სუსტად გამოხატული ხრტილოვანი კარკასით. შემდეგში წარმოიქმნება პერიბრონქიტი, პარენქიმის შეშუპება და ფილტვის ქსოვილის ნაწიბუროვანი ცვლილებები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ხველა, ხშირად ჩირქოვანი ნახველით. მოზრდილებში ,,მშრალი” ბრონქოექტაზების ერთადერთი სიმპტომი შესაძლებელია იყოს სისხლიანი ხველა. ზოგჯერ მოისმინება მკვრივი სუნთქვა, ხშირად სველი მსხვილბუშტუკოვანი ხიხინი. ხშირად ვლინდება ქრონიკული ჰიპოქსიის ნიშნები – დოლის ჩხირისებრი თითები და საათის მინისებრი ფრჩხილები.
დიაგნოზი ეყრდნობა ფილტვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. ბრონქოექტაზების ლოკალიზაციის დაზუსტება ხდება ბრონქოგრაფიით, რომელსაც იყენებენ საკითხის გადასაწყვეტად- ჩატარდეს თუ არა ოპერაცია და როგორი მოცულობით.

მკურნალობა. კონსერვატიული თერაპია, რომელიც მიმართულია ბრონქების სადრენაჟო ფუნქციის გასაუმჯობესებლად. პროცესის გამწვავების დროს ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. ოპერაციული მკურნალობა ტარდება ერთი წილის ან ორი სეგმენტის დაზიანების დროს ერთ მხარეზე და მაქსიმუმი ერთი წილი მეორე მხარეზე. აბსოლუტური ჩვენებაა მორეციდივე ძლიერი სისხლდენა. ოპერაციული მკურნალობა რეკომენდებულია პირველადი, ლოკალიზებული ბრონქოექტაზიების დროს, არა უმეტეს 40 წლამდე ასაკის პირებში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 410 times by 240 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka