ლალი დათეშიძე
გულის ანევრიზმა – მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 10-15%-ში რთულდება ანევრიზმის განვითარებით. პოსტინფარქტული ანევრიზმების უდიდესი ნაწილი ვითარდება მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე, გულის მწვერვალთან. იშვიათად ანევრიზმის მიზეზია ტრავმა, რევმატიზმი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მცირე ზომის ანევრიზმები (4 სმ-ზე ნაკლები) შესაძლებელია მიმდინარეობდნენ უსიმპტომოდ. როგორც წესი, ადგილი აქვს მიოკარდის ფუნქციის დარღვევებს, რომელიც განპირობებულია ძირითადი დაავადებებით. აღინიშნება გულის საზღვრების გადიდება, პრეკარდიალური პულსაცია, ეკგ-ზე – მიოკარდის ინფარქტისათვის

დამახასიათებელი მონოფაზური მრუდი. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება გულის კონტურის გამობერვა. ანევრიზმის ზომებსა და ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ რენტგენოკიმოგრაფიით. აუცილებელია მიოკარდის ფუნქციის გულდასმითი გამოკვლევა – გულის ღრუების კათეტერიზაცია, დიასტოლური წნევის დადგენით და სხვ. ოპერაციის ჩვენებაა ანევრიზმის გასკდომის საშიშროება, მზარდი მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, თრომბოემბოლიური გართულებები, მორეციდივე პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 763 times by 440 viewers



