სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

აიროვანი განგრენა – სუბფასციური ანაერობული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზი და ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაცია. დაავადებას იწვევს ობლიგატური ანაერობები (Cl. perfringens, Cl. novyi, CI. septicum, Cl. histolyticum), რომლებიც ბინადრობენ ნიადაგში და ქუჩის მტვერში. მიწით დაბინძურებული ჭრილობები, ნეკროზული უბნები, ცუდად სისხლმომარაგებული ქსოვილები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქირურგიულ დამუშავებას – ეს ის ფაქტორებია რომლებიც ხელს უწყობენ განგრენის განვითარებას. გამომწვევი სწრაფად იძენს ვირულენტობას, გამოყოფს აირწარმომქმნელ და ქსოვილთა დამშლელ ეგზო- და ენდოტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფექციის სწრაფ გავრცელებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მიკრობის მიერ ვირულენტობის შეძენიდან უკვე 6 საათის შემდეგ ვლინდება ზოგადი მდგომარეობის დარღვევები ტაქიკარდიითა და ცხელებით. კანის საფარველი მორუხო-ლურჯი ფერისაა.

განრენა

ჭრილობა მკვეთრად მტკივნეულია, მისი ნაპირები ფერმკრთალი, შეშუპებული და უსიცოცხლოა, ჭრილობის ფსკერი მშრალია. ჭრილობაში ხილული კუნთების შეფერილობა მოგვაგონებს მოხარშულ ხორცს. ჭრილობის ნაპირებზე ზეწოლისას ქსოვილიდან გადმოედინება აირის ბუშტუკი არასასიამოვნო მოტკბო-ლპობითი სუნით; აღინიშნება ტიპიური კრეპიტაცია. ავადმყოფის მდგომარეობა სწრაფად უარესდება, ვითარდება შოკი. რენტგენოლოგიურად ვლინდება კუნთოვანი ქსოვილების ,,ფოროვნება”.

განგრენა

მკურნალობა. კანის, კუნთების, ფასციები გაკვეთა, ნეკროზული და საეჭვო უბნების მოცილება; ჭრილობის დრენირება, წყალბადის ზეჟანგითა და ანტიბიოტიკებით გამორეცხვა; ჭრილობა რჩება ღიად. საჭიროა კიდურების აბსოლუტური მოსვენება. ინიშნება ანტიბიოტიკები. ინტოქსიკაციის სწრაფად ზრდის დროს ტარდება კიდურის ამპუტაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 800 times by 404 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka