ლალი დათეშიძე
გინეკომასტია – სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, ჯირკვლისა და ცხომოვანი ქსოვილის ჰიპერტროფიით. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხშირად აღინიშნება სარძევე ჯირკვლების მტკივნეული გამკვრივება, რომელიც შემდეგში თავისთავად გაივლის. გინეკომასტიის მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ენდოკრინოპათები: კლაინფელტნერის სინდრომი, ტესტიკულური ფემინიზაცია, რეიფენშტეინის სინდრომი, კასტრაცია და ჰიპოთირეოზი, სათესლეების სიმსივნეები (ლეიდიგის უჯრედების), ქორიონკარცინომა, ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები. გინეკომასტია შესაძლებელია იყოს პარანეოპლასტური სინდრომი ბრონქის კიბოს დროს. იგი წარმოიქმნება ასევე ღვიძლის ციროზის, დისტროფიის, კეთრის დროს. ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება რიგ შემთხვევებში იწვევენ გინეკომასტიას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება სიმძიმე და უსიამოვნო გრძნობა სარძევე ჯირკვალში. პალპაციით ვლინდება უმტკივნეულო, მკვრივ – ელასტიკური, მოძრავი წარმონაქმნი, მკაფიო კონტურებით. რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებულია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნის გამოსარიცხად ტარდება წარმონაქმნის პუნქცია და პუნქტატის ციტოლოგიური გამოკვლევა.
დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს დაავადების მიზეზი: მედიკამენტოზური ანამნეზი, სათესლეების გამოკვლევა. ჩვენების მიხედვით ტარდება თურქული კეხის, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ჰორმონული გამოკვლევები (ესტროგენები, ტესტოსტერონი, პროლაქტინი, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები); იკვლევენ ღვიძლის ფუნქციას.
მკურნალობა – ოპერაციულია, ტარდება სარძევე ჯირკვლის მოკვეთა. ახალშობილობისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული გინეკომასტიის დროს ოპერაცია არ ტარდება.
პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 643 times by 353 viewers



