სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

აპენდიკულარული ინფილტრატი – წარმოადგენს ანთებითად შეცვლილი ორგანოებისა და ქსოვილების კონგლომერატს, რომლის წარმოქმნის მიზეზია მწვავე დესტრუქციული აპენდიციტი. დიდი ბადექონი, ჯორჯალი და წვრილი ნაწლავის მარყუჟები შემოფარგლავენ ანთებით პროცესს. ინფილტრატის წარმოქმნიდან 3-4 დღის შემდეგ ანთებითი ცვლილებები იმდენად გამოხატული არ არის და ინფილტრატის გამოცალკევება შეუძლებელია, თუკი მსგავსი მცდელობები ხდება, მაშინ შესაძლებელია ეს დამთავრდეს ნაწლავის კედლის გასკდომით. ტკივილების წარმოქმნიდან 3-5 დღის შემდეგ მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში ტკივილის ინტენსივობა რამდენადმე კლებულობს. ტემპერატურა სუბფებრილურია, ენა სველია, ნადებითაა დაფარული, მუცელი რბილია, აღინიშნება კუნთების რიგიდობა და ზომიერი მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს ნაწლავს არეში, აქვე პალპირდება მცირედ მტკივნეული, მკვრივი მკაფიო საზღვრების არმქონე და მცირედ მოძრავი წარმონაქმნი. სისხლის ანალიზში – ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტეგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ნაწლავის მარყუჟების პნევმატოზი.

აპენდიკულური ინფილტრატის გამოსავალია: 1. გაწოვა კონსერვატიული თერაპიის შედეგად; 2. ტკივილის რამდენადმე შემცირების შემდეგ მისი კვლავ გაძლიერება და ტემპერატურის მომატება, ადგილობრივად – მტკივნეულობის ზონის გაძლიერება და გაფართოება, პერიტონული  სიმპტომების მომატებითა და გაძლიერებით. სისხლის ანალიზში – ლეიკოციტოზის მატება და ფორმულის მარცხნივ გადახრა. მსგავსი კლინიკური სურათი განპირობებულია ინფილტრატის ბარიერული ფუნქციის უკმარისობით, პერიტონიტის პროგრესირებით. აუცილებელია ოპერაციული ჩარევა – ლაპარატომია ზოგადი გაუტკივარებით; 3. აპენდიკულური ინფილტრატის აბსცენდირება.

აპენდიკულური ინფილტრატის მკურნალობა კონსერვატიულია: მექანიკურად დამზოგავი დიეტა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. 3 – 6 თვის შემდეგ ნაჩვენებია გეგმური აპენდექტომია, რომელიც მიზანშეწონილია ჩატარდეს ზოგადი გაუტკივარებით, რამდენადაც მას ხშირად ახლავს მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 532 times by 311 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka