სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ფილტვის განგრენა – ფილტვის პარენქიმის პროგრესირებადი ლპობითი დაშლა, ანაერობული ინფექციის გამო. წინასწარგანმწყობი დაავადებები შეიძლება იყოს ქრონიკული ალკოჰოლიზმი, შაქრიანი დიაბეტი, ასპირაცია  ჩირქოვანი ინფექციის კერიდან, პნევმონიები დასუსტებულ ავადმყოფებში. განასხვავებენ მწვავე განგრენას, ფილტვის წილის ანატომიური საზღვრების ფარგლებში და პიოგენური გარსის გარეშე, და განგრენულ, ხშირად გიგანტურ აბსცესს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა; ფილტვის ქსოვილის სწრაფი, გენერალიზებული დაშლა ლპობითი, სისხლიანი ნახველით, რომელიც შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს, ცხიმოვან

ფილტვის განგრენა

მჟავებს, ლეიცინისა და თიროზინის კრისტალებს. ვითარდება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რომელიც სწრაფად იცვლება ჩირქოვან-რეზორბციული გამოფიტვით; ავადმყოფს გონება დაბინდული აქვს, სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია; სისხლის ანალიზში ვლინდება უმნიშვნელო ჰიპერლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, გამოხატულია ჰიპოპროტეინემია და დისპროტეინემია. სუნთქვა შესუსტებულია, იშვიათად ამფორული – დაშლის კერის ზევით. რენტგენოლოგიურად აღინიშნება შემოსაზღვრული დაჩრდილვა, ხშირად სითხის ჰორიზონტალური დონით პლევრის ღრუში და/ან აბსცესის ღრუში. ტომოგრაფიით ზუსტდება ფილტვის ქსოვილის დაშლის საზღვრები.

მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია, ინტენსიური ინფუზური თერაპია. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია პროფუზული ფილტვისმიერი აროზიული სისხლდენის დროს გეგმური წესით, ვოლემიური ფონის გაუმჯობესების დროს.

პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 956 times by 424 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka