სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პილეფლებიტი - კარის ვენის ტოტების სეპტიკური ფლებიტი. მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის გამო ჩატარებული აპენდექტომიის შემდეგ  ავადმყოფს უვითარდება უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში და ჭიპის მიდამოში; დამახასიათებელია ინტერმიტირებადი ტიპის მაღალი ტემპერატურა, გამოხატული ინტოქსიკაცია, სკლერების იქტერულობა, ზოგჯერ ჰეპატომეგალია. პალპაციით მუცელი რბილია, ზომიერად მტკივნეულია ჭიპისა და მარჯვენა ფერდქვეშა არე. რექტალური და ვაგინური გამოკვლევით პათოლოგია არ ვლინდება. სისხლის ანალიზში – მაღალი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით.

მკურნალობა კონსერვატიულია: დეზინტოქსიკაციური თერაპია, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები; პილეფლებიტი შესაძლებელია მიზეზი გახდეს სეფსისის, ღვიძლის აბსცესის განვითარებისა.
პროგნოზი ხშირად არაკეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 560 times by 285 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka