სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაფართოება – გვხვდება მამაკაცებში 20-30 წლის ასაკში, როგორც წესი, მარცხნივ. მარცხნივ სათესლე ჯირკვლის ვენა ეშვება თირკმლის ვენაში პირდაპირი კუთხით; გარკვეული მნიშვნელობა აქვს მარცხენა სათესლე ჯირკვლის შედარებით ქვევით მდებარეობას. ორმხრივი დაზიანება განპირობებულია სათესლის ვენების სარქველთა უკმარისობით და/ან არტერიულ-ვენური ანასტომოზების არსებობით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმძიმის გრძნობა სათესლე ჯირკვალში, სათესლე პარკში, სათესლე ბაგირაკის გაყოლებაზე, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისა და დიდხანს დგომის დროს. სათესლე პარკის პალპაციით ისინჯება სათესლე ბაგირაკის დაკლაკნილი ვენები, ზოგჯერ მცირე ზომის ჰიდროცელე. დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი პროგრესირებადი მიმდინარეობა. სქესობრივი ცხოვრების ნორმალიზაციასთან ერთად აღინიშნება სიმპტომთა რეგრესი.

დაავადების სტადიები: 1 სტადია – სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება, გაფართოებული ვენები ლოკალიზებულია სათესლე ბაგირაკის საზღვრებში; II სტადია – ვენები გაფართოებულია სათესლის ქვედა პოლუსამდე, აღინიშნება სიმძიმე და ტკივილი სათესლის არეში, შორისში, წელის არეში, გავაში.

მკურნალობა. გამოხატული ტკივილის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა; სქესობრივი ცხოვრების ნორმალიზაცია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 510 times by 292 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka