ოპერაციის შემდგომი ვენტრალური თიაქარი

ოპერაციის შემდგომი ვენტრალური თიაქრები

ოპერაციის შემდგომი ვენტრალური თიაქარიწინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ოპერაციული ჭრილობის დაჩირქება; მუცლის ღრუს ტამპონირება ჭრილობიდან, ოპერაციული განაკვეთების გამოყენება, რომლის დროსაც იკვეთება მუცლის კედლის ნერვები. როგორც წესი, ოპერაციის შემდგომი თიაქარი ჩაუსწორებადი და  მრავალკამერიანია, რაც განპირობებულია გამოხატული შეხორცებადი პროცესით. ხშირად ამ ტიპის  თიაქრები აღწევენ მნიშვნელოვან ზომებს, ისე, რომ მთელი ნაწლავები ლაგდება თიაქრის პარკში. თიაქრის ოპერაციული წესით ჩასწორებისა და მუცლის კედლის დეფექტის გაკერვისას შესაძლოა მოხდეს მუცლის ღრუს  შიგა წნევის მკვეთრი მომატება, დიაფრაგმის ზევით გადანაცვლება და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია ავადმყოფთა სპეციალური ოპერაციისწინა მომზადება, მუცლის ღრუს დეფექტის მიდამოს დოზირებული კომპრესია.

ოპერაციის შემდგომი ვენტრალური თიაქარი – მკურნალობა. ოპერაციის დროს მიზანშეწონილია შეხორცებების გაცალკევება თიაქრის კარის ირგვლივ. თიაქრისკარის მნიშვნელოვანი ზომების დროს მუცლის კედლის დეფექტის პლატიკისათვის გამოიყენება ავტოდერმული ნაჭერი ან ალოპლასტური მასალა. პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

ქირურგიული დაავადებები 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..