ლალი დათეშიძე
თიაქრის ცრუ ჩაჭედვა – მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებების დროს ზოგჯერ ექსუდატი აღწევს თიაქრის პარკში და შესაძლებელია გამოიწვიოს ანთებითი ცვილებები. ჩვეულებრივ პერიტონიტის გამო ჩატარებული ოპერაციიდან 5-7 დღის შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო ჭიანაწლავის, ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი დაავადებებით, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაციით, ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, იგი უჩივის მტკივნეულ გამობერვას თიაქრის კარის არეში. ადგილობრივად – აღინიშნება ჩაჭედვის ტიპიური სურათი – მტკივნეული გამკვრივება, ხველის ბიძგი უარყოფითია. მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით ნაწლავთა გაუვალობის ნიშნები არ ვლინდება.
მკურნალობა ოპერაციულია. თიაქრის პარკის გახსნის შემდეგ იღებენ ჩირქოვან შიგთავსს. თიაქრის პარკს ამოკვეთენ, ტარდება თიაქრის კარის პლასტიკა. ჩაუსწორებადი თიაქარი განპირობებულია შეხორცებების განვითარებით თიაქრის შიგთავსსა და თიაქრის პარკს შორის. ხშირად მათ მიეკუთვნება ოპერაციისშემდგომი და ჭიპის თიაქრები. მკურნალობა ოპერაციულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 527 times by 268 viewers



