კრიპტორქიზმი

კრიპტორქიზმი cryptorchi(d)ism
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კრიპტორქიზმი – სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუში ან საზარდულის არეში. მუცელშიგა განვითარების IV თვეზე სათესლე ჯირკვალი მთლიანად ფორმირებულია;
მეხუთე თვეზე იგი აღწევს საზარდულის არხის შიგა ხვრელს, VII-VIII თვეზე – სათესლე პარკის ძირს.
ახალშობილების 95%-ში იგი იკავებს ნორმალურ მდებარეობას, ერთი თვის შემდეგ ნორმალური მდებარეობა აღინიშნება ახალშობილთა 99%-ში.
კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს: მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სათესლე პარკში სათესლე ჯირკვალი არ არის. თუკი სათესლე პარკში მოისინჯება ერთი სათესლე ჯირკვალი, მაშინ მეორე მდებარეობს გარეთა ხვრელთან, ან სათესლე პარკის ძირში;
ჩვეუელებრივ იგი ატროფირებულია. ხშირად ვლინდება სპემატოგენეზის დაქვეითება.
შემთხვევათა 25%-ში აღინიშნება საზარდულის თიაქარი. ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის მალიგნიზაციის საშიშროება 14-ჯერ მეტია, ვიდრე ჩამოსულისა, და შეადგენს შემთხვევათა 3,6%-ს.

მკურნალობა

სიცოცხლის პირველ 2 წელიწადს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა. ამგვარი მკურნალობის ეფექტურობა არ აღემატება 20%-ს.
ეფექტის არარსებობისას ტარდება ოპერაცია – სათესლე ჯირკვლის ჩამოყვანა სათესლე პარკში, მისი ფიქსაციითა და ჰერნიოპლასტიკით.

კრიპტორქიზმი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💉 ორქიოპექსია – ოპერაცია ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის (კრიპტორქიზმის) კორექციისთვის
📈 კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს – მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში
⭕ თუკი სათესლე პარკში მოისინჯება ერთი სათესლე ჯირკვალი, მაშინ მეორე მდებარეობს გარეთა ხვრელთან, ან სათესლე პარკის ძირში და, ჩვეუელებრივ, ატროფირებულია.
❌ ხშირად ვლინდება სპემატოგენეზის დაქვეითება
🛑 შემთხვევათა 25%-ში აღინიშნება საზარდულის თიაქარი
💊 სიცოცხლის პირველ 2 წელიწადს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა, თუმცა ამგვარი მკურნალობის ეფექტურობა არ აღემატება 20%-ს
👉 გაიგეთ მეტი კრიპტორქიზმის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3AkWSYu
 #კრიპტორქიზმი #სათესლეჯირკვლისჩამოუსვლელობა #სათესლეჯირკვალიმუცლისღრუში #კრიპტორქიზმიბავშვებში #კრიპტორქიზმისნიშნები #ცრუკრიპტორქიზმი #კრიპტორქიზმისმკურნალობა #კრიპტორქიზმისკონსერვატიულიმკურნალობა #კრიპტორქიზმისქირურგიულიმკურნალობა #ორქიოპექსია #კრიპტორქიზმისოპერაცია #რაარისკრიპტორქიზმი #სპერმატოგენეზისდარღვევა #თიაქარიახალშობილებში #ჭიპისთიაქარი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

ქირურგიული დაავადებები