სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პანკრეატიტიპანკრეატიტი – კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პანკრეატიტს. მწვავე პანკრეატიტი უხშირესად გვხვდება როგორც მეორადი პროცესი სხვა ორგანოებიდან (ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთება) ანთებითი პროცესის გადაცემის შედეგად. პანკრეატიტის მსუბუქ შემთხვევებში ანთება შემოფარგლულია მხოლოდ კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებით. შედარებით მძიმე ფორმები ხასიათდება ჯირკვალში ნეკროზის კერების გაჩენით მძიმე კლინიკური სურათის ფონზე. აღნიშნული პანკრეატიტები ჩვეულებრივ ვითარდება სანაღვლე სადინრიდან ნაღვლის გადასვლით პანკრეასის სადინარში. ნაღველი ააქტიურებს ტრიპსინოგენის ტრიპსინში გადასვლას, ამ უკანასკნელს კი გააჩნია თვითმონელების თვისება. ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზებით გადაცემის შემთხვევებში, ჯირკვალში შესაძლოა განვითარდეს ჩირქგროვები მასიური ნეკროზებით. ასეთ შემთხვევებში კლინიკური სურათი ხასიათდება მძიმე ინტოქსიკაციით, სეფსისის განვითარებამდეც კი.

სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული ფორმის დროს ვლინდება  მუცლის ზედა ნახევარში სარტყლისებრი ხასიათის ტკივილები, გულისრევა, ღებინება. მწვავე ჰემორაგიული და ნეკროზული პანკრეატიტის დროს ეპიგასტრიულ და მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში უეცრად ვითარდება ძლიერი ტკივილები, რომლებიც გადაეცემა ზურგში და წელის მიდამოში, აღინიშნება ღებინება, ზოგჯერ კოლაფსური მდგომარეობის განვითარებაც კი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, იგი ხშირად იცვლის საწოლში მდებარეობას, აგზნებულია. ტემპერატურა შესაძლებელია ნორმალური დარჩეს, თუმცა პროცესის პროგრესირებასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს, პულსი გახშირებულია. მუცლის პალპაციით ვლინდება მტკივნეულობა ეპიგასტრულ მიდამოში, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები შეიძლება არ აღინიშნებოდეს. სისხლში ლეიკოციტოზია; შარდში ვლინდება დიასტაზის შემცველობის გაზრდა. პანკრეონეკროზის დროს დიასტაზის დონე კლებულობს. აუცილებელია ავადმყოფების სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში.

მკურნალობა. თუკი კონსერვატიული თერაპია არაეფექტურია, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. მეორადი ანუ რეაქტიული მწვავე პანკრეატიტის პროფილაქტიკა მდგომარეობს ნაღვლის ბუშტის დაავადებების, წყლულოვანი დაავადების დროულ მკურნალობაში, აუცილებელია ცხიმიანი საკვების შეზღუდვა.

ქრონიკული პანკრეატიტი უხშირესად წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს. მისთვის დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ზედა მიდამოში, დისპეფსიური დარღვევები (უმადობა, სიმძიმის შეგრძნება და მუცლის შებერვა, მეტეორიზმი). ავადმყოფები წონაში იკლებენ. შესაძლებელია მეორადი დიაბეტის განვითარებაც.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 4904 times by 2604 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka