ლალი დათეშიძე
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული; განპირობებულია ჰიპერგასტრინემიით, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ანტრალური ნაწილის G-უჯრედების ჰიპერპლაზიის დროს (სინდრომის პირველი ტიპი) ან კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის D-უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნით, რომლებიც აპროდუცირებენ გასტრინს (სინდრომის მეორე ტიპი – გასტრინომა). კუნძულოვანი აპარატის სიმსივნეთა დაახლოებით 60% ავთვისებიანია. ზოლინგერ-ელინსონის სინდრომით დაავადებულ ავადმყოფთა 25%-ში ვლინდება სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ადენომები – ფარისებრახლო ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების (მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი).
სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი მუცელში და დიარეა; ტკივილი ძალიან ინტენსიურია და არ ექვემდებარება ანტაციდურ თერაპიას. დიარეა პათოგენეტიკურად უკავშირდება მარილმჟავას ჰიპერსეკრეციას: მარილმჟავას სეკრეციის ხარისხი აღემატება მისი ნეიტრალიზაციის შესაძლებლობას თორმეტგოჯა ნაწლავში, მჟავე შიგთავსი გადადის მლივ ნაწლავში და იწვევს ენტერიტის განვითარებას. ფაღარათი დაკავშირებულია ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ინაქტივაციასთან; გარდა ამისა, ჰიპერგასტრინემიის შედეგად ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა და მცირდება წყლის შეწოვა. წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ძალიან მძიმეა: ხშირად წყლულები რთულდება სისხლდენით, პერფორაციით; წყლულოვანი დაავადების რეციდივები წარმოიქმნება ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც კი. წყლულების ლოკალიზაცია ასეთ დროს მრავალფეროვანია.
დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია სისხლის პლაზმაში გასტრინის რადიოიმუნოქიმიური განსაზღვრა. თუკი ჯანმრთელ ადამიანში გასტრინის შემცველობა სისხლის პლაზმაში შეადგენს 50 – 200 მკ/მლ, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს – მან შესაძლოა გადააჭარბოს 500 პგ/მლ-ს. გასტრინის სიმულაცია კალციუმის ან სეროტონინის დახმარებით საშუალებას იძლევა სინდრომის პირველი და მეორე ტიპების დიფერენცირებისა.
მკურნალობა: პირველი ტიპის სინდრომის დროს ნაჩვენებია კუჭის ანტრალური ნაწილის რეზექცია. მეორე ტიპის დროს ხდება გასტრინომის ძებნა და მისი ამოკვეთა. თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ავადმყოფთა დაახლოებით 20%-ს აღენიშნება მიკროადენომატოზი და კუნძულოვანი D-უჯრედების ჰიპერპლაზია. ამიტომ მხოლოდ მთლიანი კუჭის ამოკვეთა (გასტრექტომია) საშუალებას იძლევა სრულად იქნას ლიკვიდირებული წყლულების რეციდივები.
პროგნოზი ძალიან სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 998 times by 496 viewers



