სისხლდენა მუცლის ღრუში

სისხლდენა მუცლის ღრუში
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ეტიოლოგია, პათოგენეზი

არსებობს შოკის განვითარების ორი მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთს ართულებენ ჰემორაგიული შოკით და ნეიროგენული შოკით. მიზეზები – პარენქიმული ორგანოების ტრავმები (ღვიძლი, ელენთა), საშვილოსნოსგარეთა ორსულობის შეწყვეტა, აორტის ანევრიზმის გასკდომა, ჰემანგიომის ან ღვიძლის სხვა სიმსივნის გასკდომა, ელენთის სპონტანური გასკდომა მალარიის დროს, ლიგატურების დაცურება სისხლძარღვებიდან ოპერაციის შემდეგ.

სიმპტომები, მიმდინარეობა

სისხლდენა მუცლის ღრუში – დამახასიათებელია შინაგანი სისხლდენის სიმპტომები (სისუსტე, თავბრუსხვევა, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი). პროფუზული სისხლდენის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს  ტკივილი მუცელში. სისხლის ანალიზში აღინიშნება ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაცემა.
მუცლის პალპაციით – მუცლის კედლის დიფუზური მტკივნეული რეზისტენტობა, მუცლის ზომების გადიდება; ნაწლავის პერისტალტიკა ცუდად ისმის. საშოსმხრივი გამოკვლევით აღინიშნება საშოს თაღის ჩამოწევა. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, მნიშვნელობა ენიჭება ლაპარასკოპიას, ლაპაროცენტეზსა და საშოს უკანა თაღის პუნქციას.

მკურნალობა

მკურნალობა ოპერაციულია – სისხლდენის შეჩერება სისხლდანაკარგის პარალელური შევსებითა და სხვა შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით. მძიმე მდგომარეობის დროს მუცლის ღრუს გახსნისა და სისხლის ასპირაციის შემდეგ თავდაპირველად სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით, ახდენენ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებას და მხოლოდ შემდეგ საბოლოოდ აჩერებენ სისხლდენას.

პროგნოზი

 პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.

სისხლდენა მუცლის ღრუში – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🆘 სისხლდენა მუცლის ღრუში შეიძლება გამოწვეული იყოს:
✔️ პარენქიმული ორგანოების (ღვიძლი, ელენთა) ტრავმებით;
✔️ საშვილოსნოსგარეთა ორსულობის შეწყვეტით;
✔️ აორტის ანევრიზმის გასკდომით;
✔️ ჰემანგიომის ან ღვიძლის სხვა სიმსივნის გასკდომით;
✔️ ელენთის სპონტანური გასკდომით მალარიის დროს
🤲 პალპაციის დროს აღინიშნება:
➡️ მუცლის კედლის დიფუზური მტკივნეული რეზისტენტობა;
➡️ მუცლის ზომების გადიდება;
➡️ ნაწლავის პერისტალტიკა ცუდად ისმის;
➡️ საშოსმხრივი გამოკვლევისას – აღინიშნება საშოს თაღის ჩამოწევა
💉 მკურნალობა ოპერაციულია – სისხლდენის შეჩერება სისხლდანაკარგის პარალელური შევსებითა და სხვა შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით
👉 გაიგეთ მეტი – https://bit.ly/3J3Qp6n
#სისხლდენა #შინაგანისისხლდენა #სისხლდენამუცლისღრუში #ანევრიზმა #თავბრუსხვევა #ჰაერისუკმარისობა #მუცლისტკივილი #ჩხვლეტისშეგრძნება #გულისრევა #ღებინება #საშვილოსნოსგარეორსულობა #მხედველობისგაუარესება #სისუსტისშეგრძნება #გულმკერდისტკივილი #მხრისტკივილი #შინაგანისსიხლდდენისსიმპტომები #სისხლდენამუცლისღრუდან #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.