მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ვარიკოზულად გაფართოებული ვენები – კუჭ-ნაწლავისმიერი  სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია საყლაპავისა და კარდიის ვარიკოზულად გაფართოებული ვენები. სისხლდენის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის მკვეთრ მომატებას გაფართოებულ ვენებში, ასევე   ვარიკოზული კვანძების მფარავი ლორწოვანი გარსების ეროზიებს. ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენაზე ეჭვის დროს საჭიროა ღვიძლის ციროზის კლინიკური ნიშნების ძიება: კანისა და ლორწოვანი გარსების იქტერულობა, ასციტი, ტელეანგიექტაზიები, მკერდზე თმის დაცვენა, გინეკომასტია, სათესლეების ატროფია მამაკაცებში, ღვიძლის გადიდება, სპლენომეგალია ჰიპერსპლენიზმის ნიშნებით.

პორტული ჰიპერტენზიის ნიშანია მუცლის კედლის კანქვეშა ვენების გაფართოება ,,მედუზას თავის” სახით, გამოხატული ბუასილი. როდესაც სისხლდენის წყარო ვერ დგინდება, გარდა ანტიშოკური ღონისძიებებისა, ტარდება მიზეზების დაზუსტება გასტროსკოპიის საშუალებით. ციროზის დროს შემთხვევათა 10%-ში სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს დუოდენური წყლული. თუკი სისხლდენის შეჩერება მოხერხდა, აუცილებელია ავადმყოფის გამოკვლევა პორტოკავალური შუნტირების ჩასატარებლად. რეციდივის ან გახანგრძლივებული სისხლდენის დროს ნაჩვენებია ლაპარატომია. პროგოზი ცუდია; ავადმყოფები იღუპებიან განმეორებითი სისხლდენებით ან ღვიძლის უკმარისობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 735 times by 344 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri