სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია – მიზეზები: ემბოლია, თრომბოზი, მუცლის აორტის აშრევებადი ანევრიზმა, ტრავმა. ნაწლავის ნეკროზი შესაძლებელია წარმოიქმნას ასევე გულის წუთმოცულობის შემცირებისას კრიტიკულ დონეზე ქვევით, ჯორჯლის (მეზენტერული) სისხლძარღვების ოკლუზიის გარეშე. 90%-ში წარმოიქმნება ჯორჯლის ზედა არტერიის ოკლუზია, 10%-ში – ჯორჯლის ქვედა არტერიის. თრომბოზის დროს უფრო ხშირია ჯორჯლის ზედა არტერიის ძირითადი ღეროს ოკლუზია, რაც რთულდება მთლიანი წვრილი ნაწლავისა და კოლინჯის ნეკროზით ელენთის კუთხემდე. ემბოლიის დროს წარმოიქმნება სისხლძარღვის უფრო დისტალური ნაწილების ოკლუზია, ამასთან ნეკროზის ზონა ნაკლებია.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია მისი დაწყების დროზე. გამოყოფენ 3 სტადიას: 1 – საწყისი სტადია: კლინიკურ სურათში პრევალირებს სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი მუცელში, შოკი და ფაღარათი. დამახასიათებელია შეუსაბამობა ავადმყოფის მძიმე ზოგად მდგომარეობასა და შედარებით მცირე ცვლილებებს შორის, რომლებიც ვლინდება მუცლის დათვალიერებით. სისხლის სურათი შეცვლილი არ არის. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება წვრილი ნაწლავის პნევმატიზაცია და კედლის გასქელება; სტადია გრძელდება 1 – 6 საათი. II სტადია (7 – 12 საათი): გამოხატული ტკივილი მუცელში, პალპაციით მზარდი მტკივნეულობა, თუმცა პერიტონული სიმპტომები არ აღინიშნება, ავადმყოფის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევისას ზოგჯერ ვლინდება სისხლიანი გამონადენი. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, რენტგენოლოგიური მონაცემები იგივეა; III სტადია – ნაწლავის ნეკროზის სტადია (12 საათის შემდეგ). ვლინდება პერიტონიტის და ნაწლავთა პარალიზური გაუვალობის სიმპტომატიკა, სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი, მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით – სითხეთა მრავლობითი დონეები.

დიაგნოსტიკა ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, ემბოლიის წყაროს ძიებას (მოციმციმე არითმია, გულის რევმატიული მანკი), შოკის, ნაწლავის პარეზის კლინიკურ გამოვლინებებს. სასურველია ანგიოგრაფიული გამოკვლევა. გვიანი ოპერაციული ჩარევა განაპირობებს მძიმე გართულებების განვითარებას. დაავადების მესამე სტადიაში არტერიულ ოკლუზიას უერთდება მეზენტერული ვენური თრომბოზი.
მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. I სტადიაში ატარებენ ნაწლავის რევასკულარიზაციას თრომბის ამოღებით ან თრომბინექტომიით; II სტადიაში, ნაწლავის კედლის კეროვანი ნეკროზების არსებობისას, რევასკულარიზაციასთან ერთად ტარდება ნაწლავის რეზექცია; III სტადიაში – მხოლოდ ნაწლავთა მასიურმა რეზექციამ შეიძლება გადაარჩინოს ავადმყოფი; ოპერაციის შემდგომი ლეტალობა შეადგენს 90%-ს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 525 times by 286 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka