სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

მოყინვა – ქსოვილთა დაზიანება დაბალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედებით.

სიმპტომები. აღინიშნება გაცივების, შემცივნების შეგრძნება. კანის საფარველი ფერმკრთალია, კანი კარგავს ელასტიკურობას, ხდება მშრალი და ხორკლიანი (,,ბატის კანი”). სხეულის 350 C ტემპერატურის დროს ვლინდება  ციანოზი, ტკივილი მუხლებში, ტერფებში, სასქესო ორგანოებში, წარმოიქმნება გასტროენტერიტული სინდრომი. მოშარდვა მტკივნეულია, აღინიშნება პოლიურია. გუნებ-განწყობა იცვლება, ვლინდება განურჩევლობა, აპათია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა. შესაძლებელია განვითარდეს ჰალუცინაციები.
გამოყოფენ ზოგადი გადაცივების 4 ფაზას. პირველ ფაზაში სხეულის ტემპერატურა დაქვეითებული არ არის პერიფერიული ვაზოკონსტრიქციის ხარჯზე. მეორე ფაზაში ტემპერატურა ქვეითდება 1 – 2 გრადუსით. კანის საფარველი ფერმკრთალი და ცივია. სიცივე შეიგრძნობა როგორც ტკივილი. თავდაპირველად შესაძლებელია არტერიული წნევის მცირედი მომატება და ტაქიკარდია; გონება ნათელია, შესაძლებელია გამოვლინდეს მსუბუქი აგზნება, რეფლექსები ცოცხალია. მესამე ფაზაში სხეულის ტემპერატურა 34-დან 27 გრადუსამდეა. ტკივილის შეგრძნება მცირდება ანესთეზიამდე, გონება დაბინდულია, რეფლექსები შესუსტებულია, სუნთქვის წუთმოცულობა დაქვეითებულია. სხეულის ტემპერატურის დროს 30 გრადუსამდე გულის შეკუმშვები რეგულარულია, აღინიშნება ბრადიკარდია, ტემპერატურის შემდგომი დაქვეითებისას ვლინდება არითმია და გულის დეკომპენსაციის ნიშნები. მეოთხე ფაზაში სხეულის 270 C ტემპერატურაზე ქვევით, წარმოიქმნება ,,მოჩვენებითი სიკვდილის” სურათი. სუნთქვა, პულსი და არტერიული წნევა ოდნავ შესამჩნევია. რეფლექსების გამოწვევა ვერ ხერხდება. ტემპერატურის დაქვეითებისას 240 C -ზე ქვევით, ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები. სიკვდილის მიზეზია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, განსაკუთრებით ვაზომოტორული და სუნთქვითი ცენტრებისა.

მკურნალობის დაწყება ხდება დაუყონებლივ; რაც მეტია ინტერვალი სიცივით მიყენებულ ტრავმასა და სხეულის გათბობას შორის, მით მძიმეა შედეგები. საჭიროა ავადმყოფი მოვათავსოთ თბილ შენობაში, გავხადოთ ცივი თეთრეული და შევახვიოთ გამთბარ პლედში. ავადმყოფს ეძლევა ცხელი სასმელი, ინტრავენურად – ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ან 5%-იანი გლუკოზა, კეთდება ოყნა თბილი წყლით. სწრაფი გათბობა შესაძლებელია თბილ აბაზანაში ჩაწვენით. სხეულის ტემპერატურის მიღწევისას 33 – 35 გრადუსამდე აბაზანაში გათბობა უნდა შეწყდეს. ერთდროულად ტარდება ბრძოლა აციდოზთან, ჰიპოვოლემიასთან და ჰიპოქსიასთან.
პროგნოზი რჩება სერიოზული, შესაძლებელია გართულებები გულისა და სისხლმიმოქცევის სისტემის მხრივ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 508 times by 292 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka