ლალი დათეშიძე
მწვავე მუცელი - კრებითი ცნება, რომელიც აერთიანებს მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიულ დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას ოპერაციული ან კონსერვატიული მკურნალობისათვის. წარმოიქნება მწვავე აპენდიციტის, პერიტონიტის, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებების, მუცელშიგა სისხლდენის, ნაწლავთა გაუვალობის, პერიტონიტის და სხვ. დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მუცლის არეში ან მის რომელიმე ნაწილში მკვეთრი ტკივილების (მუდმივი ან შეტევითი) გაჩენა, გულისრევა, ღებინება. მკვეთრად არის გამოხატული მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა. ხშირად აღინიშნება განავლის შეკავება, აირებზე გასვლის, ნაწლავური პერისტალტიკის არარსებობა. მუცელი პალპაციით მტკივნეულია, შოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი დადებითი. შემდგომში ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა თანდათანობით უარესდება, ვლინდება გამოხატული ინტოქსიკაცია, მოუსვენრობა, სუსტი ავსების გახშირებული პულსი, კანის სიფერმკრთალე, ცივი ოფლიანობა, სახის ნაკვთების წაწვეტება (,,ჰიპოკრატეს სახე”).
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1080 times by 549 viewers



