სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (thromboangiitis obliterans, Buerger’s disease) – არტერიებისა და ვენების ანთებითი სისტემური დაავადება; ხასიათდება საშუალო და წვრილი, შემდეგ კი მსხვილი სისხლძარღვების სეგმენტური ობლიტერაციითა და თრომბოზით; ვითარდება მამაკაცებში. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია თამბაქოს წევა, გაცივება და მოყინვა, ავტოიმუნური დაავადებები (რევმატიზმი). მორფოლოგიურად ვლინდება ანთება სისხლძარღვის სუბინტიმური პროლიფერაციითა და სანათურის შევიწროებით.

სიმპტომები: კიდურების სისხლმიმოქცევის უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები. დაახლოებით 10%-ში ადგილი აქვს ვენური სისხლძარღვების დაზიანებას, მათი თრობოზით. დაავადებას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა. გამოყოფენ მიმდინარეობის ორ ფორმას: შემოსაზღვრული, რომლის დროსაც ზიანდება ერთი ან ორივე კიდურის არტერიები, ახასიათებს პროგრესირება, და გენერალიზებული, რომლის დროსაც ზიანდება კიდურების სისხლძარღვები, მუცლის აორტის ვისცერული ტოტები, აორტის რკალის ტოტები, კორონარული და ცერებრული არტერიები.

დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს ანამნეზს, ჩივილებს, კლინიკური გამოკვლევების მონაცემებს; ტარდება რეოგრაფია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, ჩვენების მიხედვით  - ანგიოგრაფია.

მკურნალობა კონსერვატიულია. შემოსაზღვრული დაზიანებების დროს შესაძლებელია შუნტირება. ჩვენების მიხედვით – სიმპათექტომია, რომლის მიზანია კოლატერალური სისხლმიმოქცევის გაუმჯობესება და სისხლძარღვთა სპაზმის ლიკვიდაცია.

პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, განკურნება არ აღინიშნება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1061 times by 435 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka