ლალი დათეშიძე
ქრონიკული პანკრეატიტი – ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს პანკრეასის სადინრების შევიწროება ან დაცობა, კენჭწარმოქმნა. ხშირად წარმოადგენს მწვავე პანკრეატიტის შედეგს; დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზო- და ენდოკრინული უკმარისობა.
სიმპტომები: აღინიშნება შეტევითი ან მუდმივი ტკივილები მუცლის ზედა ნახევარში, ირადიაციით წელის არეში და მხრის ზევით. რიგ შემთხვევებში ვითარდება მექანიკური სიყვითლე, ნაღვლის საერთო სადინრის გაჭტლეტის გამო. ტკივილის გარეშე მიმდინარე ფორმის დროს წარმოიქმნება კვების დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი. ავადმყოფი წევს მუცელთან მიზიდული ფეხებით; მუცლის პალპაციით აღინიშნება კუნთების რიგიდობა და მტკივნეულობა ეპიგასტრიუმში, ძალიან იშვიათად ხერხდება მტკივნეული წარმონაქმნის პალპირება; რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს კალცინატები, ხოლო კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კონტრასტული გამოკვლევით – ანტრალური ნაწილის უკანა კედლის გადაწევა. დიაგნოსტიკაში ეფექტურია რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია, კუჭქვეშა ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსთან, რაც ხშირად რთულია ოპერაციის მომენტში, რის გამოც მიმართავენ პუნქციურ ბიოფსიას.
მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების წამყვანი პათოგენეტიკური რგოლის ხასიათზე: ნაღვლკენჭოვანი დაავადებებთან კომბინირებისას ტარდება ქოლეცისტექტომია. პანკრეასული სადინრების შევიწროებისას ტარდება რეტროგრადული დრენირება. ინდურაციული პაანკრეატიტის დროს, რომელსაც ახლავს გამოხატული ტკივილის სინდრომი, ნაჩვენებია სუბტოტალური პანკრეატექტომია.
პროგნოზი სერიოზულია, ხშირია დაავადების რეციდივები, ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც კი.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 797 times by 378 viewers



