სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ორქოეპიდიდიმიტი - სათესლე ჯირკვლისა და მისი დანამატის არასპეციფიკური ანთება. შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში დაზიანება ცალმხრივია; ხშირად ვითარდება საშარდე გზების ანთებითი დაავადებების (მათ შორის გონორეის), შარდის ბუშტის ხანგრძლივი კათეტერიზაციის, ტრანსურეთრული პროსტატექტომიის შემდეგ. დაიფიცირების ჰემატოგენური გზა ძალზე იშვიათია. პირველადად ანთება წარმოიქმნება სათესლის დანამატში და სწრაფად ვრცელდება ჯირკვალში.

სიმპტომები, მიმდინარეობა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვითარდება სათესლე ჯირკვლის მტკივნეული ცალმხრივი გადიდება კანის ჰიპერემიით, სათესლე პარკის შეშუპებითა და ტემპერატურის მომატებით 40°С-მდე. სათესლე პარკის ზევით აწევისას ტკივილი მცირდება.
დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. აუცილებელია გონორეის გამორიცხვა.

მკურნალობა. სათესლე პარკის აწეული მდებარეობა, თბილი კომპრესები, ინიშნება ანტიბიოტიკები. დაჩირქების დროს ნაჩვენებია ჩირქგროვის გახსნა. წყალმანკის ფორმირების დროს – პუნქცია და სითხის ასპირაცია.
პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 666 times by 307 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka