სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

რეინოს დაავადება – ანგიოტროფნევროზი, რომელიც მიმდინარეობს  წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების უპირატესი დაზიანებით. პროცესი ლოკალიზებულია ზედა კიდურებზე; დაზიანება ორმხრივი და სიმეტრულია; ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა ქალები.

ეტიოლოგია: ხანგრძლივი გაცივება, თითების ქრონიკული ტრავმატიზაცია, ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), მძიმე ემოციური სტრესები.

სიმპტომები: გამოყოფენ დაავადების 3 სტადიას: ანგიოსპასტიკური (ხელის 2-3 თითის ბოლო ფალანგების ან ტერფის 1-3 თითის სისხლძარღვთა ხანმოკლე სპაზმები; სპაზმი სწრაფად იცვლება სისხლძარღვთა გაფართოებით, რასაც მოჰყვება კანის გაწითლება, თითების გათბობა); ანგიოპარალიზური (მტევნებისა და თითების ციანოზური ელფერი, თითების შეშუპება და პასტოზურობა); ტროფოპარალიზური (მიდრეკლება პანარიციუმებისა და წყლულების განვითარებისადმი; საბოლოო ფალანგების რბილი ქსოვილების ზედაპირული ნეკროზის კერები, ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულები).

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მაობლიტირებელ ენდარტერიიტთან და კიდურების სისხლმიმოქცევის დარღვევებთან, რომლებიც განპირობებულია ლავიწქვეშა არტერიის გაჭყლეტით. ამ სინდრომების დროს ადგილი აქვს ლავიწვქეშა არტერიისა და მხრის წნულის კომპრესიას, აქედან წარმოდგება სისხლძარღვოვანი და ნევროლოგიური დარღვევების სიმპტომატიკა: ტკივილი, მცივანობა, პარესთეზიები, ხელის კუნთების სისუსტე. ხელის გარკვეული მდებარეობის დროს აღინიშნება სიმპტომატიკის გაძლიერება და სისხლძარღვთა პულსაციის შემცირება მტევანზე.

მკურნალობა. რეინოს დაავადების მკურნალობა არის კონსერვატიული, ისევე როგორც სისხლთარღვთა მაობლიტირებელი სხვა დაავადებების; მხოლოდ მისი არაეფექტურობის შემთხვევაში ტარდება სიმპათექტომია, ხოლო ნეკროზის დროს – ნეკრექტომია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1115 times by 564 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka