სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

თირკმლის არტერიების სტენოზი – განპირობებულია თირკმლის არტერიების ფიბრომუსკულარული ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის შევიწორებასა და  თირკმლის სისხლმიმოქცევის დარღვევას. ამის შედეგად მოქმედებაში მოდის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული მექანიზმი, რომელიც იწვევს თირკმლისმიერ ჰიპერტენზიას.

სიმპტომები: მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით დიასტოლური. ფიბრომუსკულარული ჰიპერტეზიისათვის დამახასიათებელია უეცრად განვითარებული ჰიპერტენზია, გამოხატული ტკივილით მუცლის გვერდით ნაწილებში. შემთხვევათა 30 – 50%-ში ვლინდება საკონტრასტო ნივთიერების შენელებული გამოყოფა, რადიონუკლიდური სკანირების დროს აღინიშნება სისხლმიმოქცევის დაქვეითება თირკმლის პარენქიმაში და ვენაში. აორტოგრფიითა და თირკმლის სელექციური ანგიოგრაფიით ვლინდება სისხლძარღვის შევიწროების სახე, ადგილი და ხარისხი.

ოპერაციის ჩვენება: არტერიის დადასტურებული სტენოზი, იუვენილური ჰიპერტეზია და დაზიანებულ თირკმელში რენინის აქტიურობის ზრდა.

პროგნოზი: თირკმლის არტერიის ფიბრომუსკულარული სტენოზის დროს წნევის ნორმალიზაცია აღინიშნება 80-90%-ში, ხოლო ათეროსკლეროზისა და არტერიიტის დროს – 40-50%-ში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 516 times by 275 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka