სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პოსტქოლეცისტექტომური სინდრომი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ტკივილი, რომელიც ავადმყოფს აღენიშნება ქოლეცისტექტომიამდე კვლავ რჩება ოპერციის შემდეგაც. პოსტქოლეცისტექტომური სინდრომის დროს საჭიროა განვასხვავოთ ჯგუფი დაავადებებისა, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულნი არიან ოპერაციულ ჩარევასთან, და დაავადებები რომლებიც არსებობდნენ ოპერაციამდე და შესრულებულ ქირურგიულ ჩარევას არ უკავშირდებიან. უკანასკნელ ჯგუფს შესაძლოა მივაკუთვნოთ: დიაფრაგმის საყლაპავისეული ხვრელის თიაქარი, გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, პანკრეატიტი, კოლიტი, თირკმელების დაავადება, ფესვური სინდრომი და მრავალი სხვა. მძიმე ჯგუფს შეადგენენ ავადმყოფები, რომელთა ავადმყოფობა უკავშირდება ოპერაციულ ჩარევას. ინტრაოპერაციული დიაგნოსტიკისა და ოპერაციის შესრულების ტექნიკის დეფექტებმა შესაძლოა გამოიწვიონ კენჭების დარჩენა ნაღვლგამომყოფ გზებში, ასევე ნაღვლგამომყოფი გზების ნაწიბუროვანი შევიწროება, ბუშტის სადინრის გრძელი ტაკვი, თორმეტჯოგა ნაწლავის დიდი დვრილის (ფატერის დვრილი) სტენოზი. გამოკვლევის ჩატარების ჩვენებაა ტკივილის სინდრომი ან მექანიკური სიყვითლე, ქოლანგიტი. ულტრაბგერითი, რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფიის, ქოლანგიოგრაფიის შემდეგ აზუსტებენ პათოლოგიის ხასიათს და ადგენენ აუცილებელი ოპერაციული ჩარევის სახეს.
პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა: ავადმყოფის დეტალური გამოკვლევა ქოლეცისტექტომიამდე, ნაღვლგამომყოფი გზების ადეკვატური ინტრაოპერაციული გამოკვლევა, ქოლეცისტექტომიის შესრულების სათანადო ტექნიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 373 times by 197 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka