ლალი დათეშიძე
ფურუნკული – თმის პარკისა და მისი ირგვლივი კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. გასაკუთრებით ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკი. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: ჰიგიენის დაუცველობა, კანის მიკროტრავმები, განსაკუთრებით გაპარსვის დროს, მომატებული ოფლიანობა, შაქრიანი დიაბეტი. ძირითადი ლოკალიზაციაა სახე, კეფა, საზარდულის არე, დუნდულოები, ხელები.
სიმპტომები, მიმიდინარეობა. თავდაპირველად წარმოიქმნება ტკივილი, შეშუპება და სიწითლე თმის პარკის ირგვლივ. შემდეგ ხდება ნეკროზული ზონის ფორმირება და მისი ჩირქოვანი გალღობა. დაავადებაზე დინამიური დაკვირვებისათვის საჭიროა ლეიოციტოზისა და ედსის კონტროლი, ასევე სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა. მკურნალობა ჩირქოვანი გალღობის – სიმშვიდე, ანტისეპტიკური ნახვევები. ზედაპირული ჩირქგროვის დროს შესაძლებელია გაუტკივარების გარეშე ნეკროზული უბნის მოცილება, რის შემდეგაც სწრაფად დგება გამოჯანმრთელება. ოპერაციის დროს აუცილებელია მასალის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის. ანტიბიოტიკოთერაპია ჩვეულებრივ ნაჩვენები არ არის, მკურნალობაში ძირითადია ადეკვატური ქირურგიული ჩარევა.
სახის ფურუნკულის დროს გარკვეული საშიშროება იქმნება ინფექციის გავრცელებისა ტვინის სინუსებზე, სეპტიკური სინუს-თრომბოზის განვითარებით. ამ მიდამოს ფურუნკულოზის დროს ყველა მანიპულაცია მკაცრად შეზღუდულია, ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია სტაციონარის პირობებში; იზღუდება ლაპარაკი და ღეჭვა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 566 times by 334 viewers



