სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

წყლულის პერფორაცია - წყლულების დაახლოებით 10% რთულდება პერფორაციით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. პერფორაციამდე 3-4 დღით ადრე ავადმყოფებს აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადების მკვეთრი გამწვავება, დათვალიერებით ვლინდება კუნთების დაჭიმულობა და ლოკალური პერკუტორული მტკივნეულობა წყლულის არეში. შემდეგში უეცრად (ხშირად ფიზიკური დაძაბვის დროს) ვლინდება მკვეთრი ,,ხანჯლისებრი” ტკივილი ეპიგასტრიუმში, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელს მუცელში. ტკივილი მკვეთრად ძლიერდება მოძრაობის დროს. დაავადების საწყის სტადიაში შესაძლებელია ერთჯერადი რეფლექტორული ხასიათის ღებინება; ავადმყოფს აქვს იძულებითი მდებარეობა – ფეხები მუცელთანაა მიტანილი; სახე დატანჯული და შეშინებული გამომეტყველება აქვს; ენა მშრალი და ნადებითაა დაფარული. მუცელი მკვეთრად დაჭიმულია (,,ფიცრისებრი”) და მტკივნეულია, მკვეთრად დადებითია პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. ღვიძლის მოყრუება არ აღინიშნება, გამოხატულია ტაქიკარდია. გამოყოფენ დაავადების 3 სტადიას: რეფლექტორული (6 საათამდე), მოჩვენებითი კარგად ყოფნის (6 – 12 საათი) და პერიტონიტის პროგრესირების (12 საათზე მეტხანს). მოჩვენებითი კარგად ყოფნის სტადიაში ტკივილის სინდრომის ინტენსივობა რამდენადმე მცირდება, უმჯობესდება ავადმყოფის მდგომარეობა, მუცელი რბილდება და ნაკლებ მტკივნეულია, თუმცა პერიტონიტი პროგრესირებს, ავადმყოფის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება.

დიაგნოზის დასმის დროს ითვალისწინებენ წყლულოვან ანამნეზს (80-90%), ,,ფიცრისებრ” მუცელს, ტაქიკარდიას ნორმალური ტემპერატურის დროს.

მკურნალობა ოპერაციულია; ოპერაციამდე ტარდება პრემედიკაცია ანტიბიოტიკებით. კუჭის წყლულის პერფორაციის დროს ტარდება მისი რეზექცია.
პროფილაქტიკა: წყლულოვანი დაავადების დროული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 717 times by 331 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka