სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

სპონტანური პნევმოთორაქსი – პლევრის ღრუში უარყოფითი წნევის დაკარგვა, რასაც ახლავს ფილტვის ნაწილობრივი ან ტოტალური კოლაფსი. პლევრის ღრუში ჰაერის ხელახალი შეღწევა იწვევს დაჭიმული (ვენტილური) პნევმოთორაქსის წარმოქმნას, რომელიც განაპირობებს ფილტვის მასიურ კოლაფსსა და შუასაყარის ორგანოების გადაწევას. დამახასიათებელი სიმპტომია უეცარი ინტენსიური ტკივილი გულმკერდის ღრუში, რომელიც ვითარდება სრულიად ჯანმრთელ ფონზე; გამოხატულია ჰაერის უკმარისობა, ციანოზი, ტაქიკარდია. შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, პერკუსიით – კოლოფისებრი ხმიანობა, სუნთქვითი ხმიანობა შესუსტებული ან გამქრალია.

საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. სპონტანური პნევმოთორაქსი შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორადი. პირველადი წარმოიქმნება სუბპლევრული ემფიზემური ბულების გახსნით, – ხშირად ფილტვის მწვერვალში. ჩვეულებრივ, ესენი არიან ტანმაღალი ავადმყოფები შეუსაბამოდ დაბალი სხეულის მასით. პნევმოთორაქსი წარმოიქმნება მშვიდ მდგომარებაში, იშვიათად – დატვირთვისას. მწეველები უფრო მიდრეკილნი არიან სპონტანური პნევმოთორაქსისადმი. რეციდივის ალბათობა პლევროდეზის გარეშე შეადგენს 50%-ს. მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსი ხშირად წარმოიქმნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ფონზე (ტუბერკულოზი, სილიკოტუბერკულოზი, სარკოიდოზი, ბრონქული ასთმა, ფილტვის ინფარქტი, რევმატოიდული დაავადებები, ექინოკოკოზი, ბერილიოზი). მეორადი სპონტანური პნევმოთორაქსის კლინიკა შედარებით მძიმეა.
სპონტანური პნევმოთორაქსის მკურნალობა ითვალისწინებს ორ მიზანს: ჰაერის გამოდენა პლევრის ღრუდან და რეციდივის წარმოქმნის ალბათობის შემცირება. პირველი სამკურნალო დახმარებაა – პლევრული ღრუს პუნქცია და ჰაერის ასპირაცია, შემდგომი დრენირებით. რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება პლევროდეზი.
მენსტრუალური პნევმოთორაქსი უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. წარმოიქნება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველ 48 საათში; წარმოშობა უცნობია. მკურნალობისათვის გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ოვულაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარდება თორაკოტომული პლევროდეზი.
ნეონატალური პნევმოთორაქსი ხშირად აღინიშნება ახალშობილებში დაახლოებით 1-2%-ში, და 2-ჯერ უფრო ხშირად ბიჭუნებში. მიზეზი უკავშირდება ფილტვის პირველი გაშლის მექანიკურ პრობლემებს, ასევე რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს. დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიურია. კლინიკური სიმპტომატიკის მიხედვით ტარდება პლევრის ღრუს დრენირება. საჭიროა ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ სტაციონარში.
პროგნოზი პირველადი სპონტანური პნევმოთორაქსის დროს კეთილსაიმედოა, ხოლო მეორადის დროს – განისაზღვრება ძირითადი დაავადების მიმდინარეობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1017 times by 456 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka