სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ურეთრიტი - შარდსადენის კედლის ანთებითი დაავადება. განასხვავებენ გონორეულ და არაგონორეულ ურეთრიტს. არაგონორეული ურეთრიტი შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური. არაინფექციური ურეთრიტი წარმოიქმნება შარდსადენის დაზიანებისას დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურების დროს (ტრავმული ურეთრიტი), ასევე კვებითი და მედიკამენტოზური ალერგენების ზემოქმედებით (ალერგიული), ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს (ფოსფატურია, ოქსალურია, შაქრიანი დიაბეტი). კონგესტიური ურეთრიტი წარმოიქმნება პროსტატოვეზიკულურ სისხლძარღვოვან ქსელში ვენური შეგუბების შედეგად.  განასხვავებენ წინა, უკანა და ტოტალურ ურეთრიტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ურეტრიტის დროს  - ტკივილი, წვა, ქავილი შარდვის დასაწყისში, გამონადენი ურეთრის გარეთა ხვრელიდან. შარდსადენის გარეთა ხვრელის არეში აღინიშნება ჰიპერემია და შეშუპება, უხვი ჩირქოვანი ან სეროზულ – ჩირქოვანი გამონადენი; შარდსადენის  უკანა კედელი პალპაციით მტკივნეულია. შემდეგში ტკივილი და შეშუპება მცირდება, გამონადენი კლებულობს ან საერთოდ წყდება. ზოგჯერ გამონადენი აღინიშნება მხოლოდ დილაობით, ქერქის სახით, რომელიც აწებებს შარდსადენის გარეთა ხვრელს; შარდი გამჭირვალეა, შეიცავს ერთეულ ჩირქოვან ძაფებს. გახანაგრძლივებული ურეთრიტის დროს ანთება ვრცელდება ურეთრის უკანა ნაწილზე და შარდის ბუშტის ყელზე (ტოტალური ურეთრიტი). მწვავე ტოტალური ურეთრიტი ხასიათდება ხშირი შეუკავებელი მოშარდვის ნდომით, ტკივილით, პიურიით, ზოგჯერ ტერმინალური ჰემატურიით. არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში  ურეთრიტი იძენს ქრონიკულ ხასიათს. ჩივილები უკავშირდება გართულებებსა და ნევროლოგიურ მოვლენებს. ხშირად ეს არის მცირე გამონადენი შარდსადენიდან, რომლის რაოდენობაც მატულობს მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედების დროს, ესენია: ალკოჰოლი, გაცივება, სქესობრივი აგზნება და სხვ.

გართულებები: პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი.
დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკის მონაცემებს, სამი ჭიქის სინჯის ჩატარების, შარდსადინრის გამონადენის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული გამოკვლევების, ზოგჯერ ურეთროსკოპიის მონაცემებს.
მკურნალობა. სამკურნალო საშუალებების არჩევა დამოკიდებულია დაავადების ეტიოლოგიაზე. ტარდება შარდსადენის გამორეცხვა ანტისეპტიკებით ან ანტიბიოტიკებით.
პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: პირადი ჰიგიენის დაცვა, ენდურეთრული გამოკვლევების ჩატარება ასეპტიკის მკაცრი დაცვითა და ტრავმული მანიპულაციების შეზღუდვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 846 times by 413 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka