ლალი დათეშიძე
ელექტროტრავმა - დაზიანება შესაძლებელია მოხდეს ელექტროსადენის ორ გამტარზე ერთდროული შეხების დროს; უმრავლეს შემთხვევაში ერთ – ერთი პოლუსი დამიწებულია, ასეთ დროს საკმარისია დაუმიწებელ პოლუსზე შეხება მიწასთან კარგი კონტაქტის დროს (წყალი, სველი ფეხსაცმელი, სველი ნიადაგი). დაზიანების სიმძიმე განისაზღვრება დენის ძალასა და მიმართულებაზე, მისი ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. დაბალი ძაბვის (500 ვ-ზე ნაკლები) დროს ზოგადი გამოვლინებები შედარებით უფრო გამოხატულია, ვიდრე მაღალი ძაბვის დენის (1000 ვ-ზე მეტი) ზემოქმედების დროს; ადგილობრივი გამოვლინებები მეტადაა გამოხატული მაღალი ძაბვის დენის ზემოქმედების დროს.
სიმპტომები. დენის ზოგადი ზემოქმედება გამოიხატება კიდურების კუნთების მკვეთრი კრუნჩხვითი შეკუმშვით, რომელიც იმყოფება დენთან კონტაქტში. დენის მაღალი ძაბვისა და ძალის დროს აღინიშნება გონების დაკარგვა, სუნთქვის გაჩერება, მოციმციმე არითმია, გულის ასისტოლია, ზოგჯერ მიოკარდის ფიბრილაცია. გულის მოქმედების დარღვევები შესაძლებელია გამოვლინდეს დენის ზემოქმედებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც, ისევე როგორც დაზიანებული კიდურის სისხლძარღვების თრომბოზი. ზოგჯერ დაზარალებული გადავარდნილია ტრავმის მიყენების ადგილიდან, რის გამოც წარმოიქმნება ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებები. ადგილობრივი გამოვლინებები განპირობებულია ელექტრული ენერგიის გარდაქმნით სითბურში და დამწვრობების განვითარებით. დენის შესვლისა და გამოსვლის ადგილებზე წარმოიქმნება მრგვალი ხვრელები, რომელთა ცენტრში აღინიშნება III ხარისხის დამწვრობა.
მკურნალობა გადაუდებელია; დენის მოქმედებიდან განთავისუფლება, გულის გაჩერების დროს – ხელოვნური სუნთქვა, გულის დახურული მასაჟი. ყველა შემთხვევაში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. დამწვრობის მკურნალობა ტარდება ზოგადი პრინციპებით.
გართულებები: მიოგლობინურია, კუნთების გავრცელებული დაშლის დროს შესაძლებელია განვითარდეს ანურია.
პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია, განსაკუთრებით ასაკოვანებში და ხანდაზმულებში. პროფილაქტიკა – უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 567 times by 282 viewers



