სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი - ჰიდროცელე – წარმოადგენს პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის გამოვლინებას. სათესლის გარსებში სითხის დაგროვების მიზეზია ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში საზარდულის მიდამოს ლიმფური აპარატის არასრულყოფილება და შენელებული აბსორბცია. ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ობლიტერაციის დასრულება და მისი გარსების აბსორბციული თვისებების გაზრდა, რაც ბავშვების უმრავლესობაში იწვევს წყალმანკის თავისთავად განკურნებას. პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის დონის მიხედვით ვითარდება სათესლის გარსებისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი ან სათესლე ბაგირაკის ცისტა. სათესლე გარსების წყალმანკი კლინიკურად ვლინდება სათესლე პარკის ნახევრის, ხოლო ორმხრივი დაავადების დროს – მთელი პარკის გადიდებით, ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნის განვითარებით. სათესლის იზოლირებული წყალმანკის დროს წარმონაქმნს აქვს მრგვალი ფორმა, სათესლე ცალკეა ამ წარმონაქმნისაგან და არ პალპირდება; სათესლე ბაგირაკის არაიზოლირებული წყალმანკის დროს წარმონაქმნი ოვალური ფორმისაა და მისი ზედა ნაპირი აღწევს საზარდულის არხის გარეთა ხვრელამდე. სათესლე ჯირკვალი პალპირდება ამ წარმონაქმნიდან ცალკე; მისი ზომები იცვლება დღის განმავლობაში, ბავშვის მოუსვენრობისას იგი დიდება. თუკი წყალმანკი ატარებს სარქვლოვან ხასიათს, სათესლე პარკის გადიდებისას იგი ხდება დაჭიმული.

სათესლე ჯირკვლის ბაგირაკის ცისტას აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმა, მკაფიო კონტურები, შესაძლებელია მისი ზედა და ქვედა კონტურების განსაზღვრა. განსხვავებით თიაქრისაგან იგი არ ჩასწორდება მუცლის ღრუში. მწვავედ განვითარებული სათესლე ბაგირაკის წყალმანკისა და საზარდულის თიაქრის ჩაჭედვის დიფერენციალური დიაგნოზის გატარების შეუძლებლობისას ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია. სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკის დროს საექიმო ტაქტიკა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ახალშობილობის პერიოდში ოპერაციული მკურნალობა, როგორც წესი, არ ტარდება. თუკი სითხის გაწოვა შედგომში არ ხდება და წყალმანკი კვლავ შენარჩუნებულია, მას მკურნალობენ ოპერაციულად (2-3 წლის ასაკში).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 843 times by 420 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka