სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ახალშობილთა მასტიტი – ხშირად აღინიშნება ახალშობილებში სარძევე ჯირკვლების ფიზიოლოგიური შესიების პერიოდში. ჩირქოვანი მასტიტის მიზეზია ინფიცირება ჯირკვლის გამომტანი სადინრებიდან ან დაზიანებული კანიდან, ახალშობილის არასათანადოდ მოვლის დროს. გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკი. ჩირქოვანი პროცესის განვითარების დროს აღინიშნება ჯირკვლოვანი ქსოვილის ანთებითი ინფილტრაცია, მის წილებში ერთი ან რამდენიმე ჩირქგროვის წარმოქმნით.

კლინიკური სურათი. დაავადება ვლინდება სარძევე ჯირკვლის გადიდებით, მისი გამკვრივებით, ადგილობრივი ტემპერატურის მომატებით, კანის ჰიპერემიითა და მტკივნეულობით. ინფილტრირებული ჯირკვლის ცალკეულ ადგილებში ვლინდება ფლუქტუაცია. ზიანდება ზოგადი მდგომარეობა: ბავშვი მოუსვენრადაა, ცუდად წოვს, მატულობს ტემპერატურა. გვიანი დიაგნოსტიკის შემთხვევაში მასტიტი შესაძლებელია გადავიდეს გულმკერდის ფლეგმონაში. ჩირქოვანი მასტიტი განსაკუთრებით საშიშია გოგონებისათვის. მასტიტის მძიმე ფორმების დროს ჯირკვლის ძირითადი ნაწილი იღუპება, გამომტანი სადინრები განიცდიან ობლიტერაციას.

დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჯირკვლების ფიზიოლოგიურ გამკვრივებასთან, რომლის დროსაც ადგილი არა აქვს ანთების ნიშნებს.
დაავადების ინფილტრაციულ ფაზაში მკურნალობა კონსერვატიულია: ნახევრადსპირტიანი კომპრესები, ფიზიოთერაპია. აბსცენდირების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 776 times by 328 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka