მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში)

მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში)

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში) – ახალშობილთა ერთ – ერთი ყველაზე ხშირი ჩირქოვან-სეპტიკური დაავადება. ინფექცია/”>ინფექცია ვრცელდება ჰემატოგენური გზით. ოსტეომიელიტი შესაძლებელია იყოს პირველადი კერა ან ერთ – ერთი სეპტიკოპიემიური კერა სეფსისით დაავადებულ ბავშვებში. პირველ შემთხვევაში გამომწვევია ოქროსფერი ჰემოლიზური სტაფილოკოკი, მეორე შემთხვევაში, როგორც წესი, – გრამუარყოფითი მიკროფლორა. ახალშობილებში ზიანდება გრძელი ლულოვანი ძვლების მეტაფიზები (ბარძაყი, მხარი, წვივი, წინამხარი). წვრილი და განსაკუთრებით ბრტყელი ძვლები ზიანდება იშვიათად. ზოგიერთ შემთხვევაში პროცესი იწყება სახსრის სინოვიური გარსიდან და მაშინ იგი მიმდინარეობს როგორც ართრიტი ან ოსტეოართრიტი. ეს აიხსნება ახალშობილებში ძვლებისა და სინოვიური გარსების სისხლმომარაგების თავისებურებებით. ოსტეომიელიტის მიმდინარეობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: პროცესის ლოკალიზაცია, მიკროორგანიზმის ვირულენტობა, ფონი, რომელზედაც განვითარდა დაავადება, ორგანიზმის იმუნოლოგიური მდგომარეობა.

მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში)კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ტოქსიკურ, სეპტიკურ – პიემიურ და ადგილობრივ ფორმებს. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით, ბავშვის მდგომარეობის გაუარესებით. ოსტერომიელიტის ერთ – ერთი პირველი სიმპტომია დაზიანებული კიდურის ფსევდოპარეზი – ბავშვი აღარ ამოძრავებს ხელსა და ფეხს, უკავია იგი იძულებით მდგომარეობაში. გამოხატული კონტრაქტურა, სახსრის კონტურების გადასწორება აიხსნება დაზიანების კერის სიახლოვით. პასიური მოძრაობები იწვევენ ძლიერ ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში, როდესაც ჩირქი გააღწევს სახსრის ღრუში, ვითარდება ჩირქოვანი ართრიტი, ხოლო სუბპერიოსტული აბსცესის გახსნისას – რბილი ქსოვილების ფლეგმონა. მძიმე გართულებაა ინფექციის მეტასტაზირება მსხვილ ძვლებში, ორგანოებში, სეფსისის განვითარება. რენტგენოლოგიურად ოსტეომიელიტის ნიშნები ვლინდება დაავადების 10-12 დღეზე.

მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში)მკურნალობა ითვალისწინებს დაზიანებული კიდურის იმობილიზაციას, ანტიბაქტერიული, მადესენსიბილიზირებელი და იმუნოკორექციულ  თერაპიას. გამოხატული ართრიტის დროს გამოიყენება სახსრის პუნქცია, ართროტომიას მიმართავენ იშვიათად. რბილი ქსოვილების ფლეგმონა წარმოადგენს ჩვენებას ჩირქგროვის გასახსნელად. ბავშვი, რომელმაც გადაიტანა ოსტეომიელიტი, უნდა იმოყოფებოდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები