სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პერიტონიტი ახალშობილებში – პოლიეტიოლოგიური დაავადება, რომლის მიზეზია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლის პერფორაცია, მისი განვითარების მანკების, ნეკროზული ენტეროკოლიტის დროს, ასევე მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები. ამასთან პერიტონეუმის ბაქტერიული დაინფიცირება ხდება კონტაქტური გზით. სეფსისის დროს შესაძლებელია ასევე ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გავრცელება მუცლის ღრუში, რაც იწვევს მასში მეტასტაზური, ჩვეულებრივ, შემოფარგლული ჩირგქროვების განვითარებას. გავრცელების მიხედვით პერიტონიტს ყოფენ: დიფუზურ და შემოფარგლულ ფორმებად. ღრუ ორგანოს პერფორაციით გამოწვეული პერიტონიტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა; ვლინდება მოდუნება, ადინამია, რომელიც იცვლება პერიოდული აგზნებით, შეუჩერებელი ღებინება. კანის საფარველი მორუხო-თეთრი ფერისაა, მშრალი და ცივია. სუნთქვა ხშირია, ზედაპირული, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია 120 -130-მდე წუთში, – სუსტი ავსებისა და არითმულია. დამახასიათებელია მუცლის მკვეთრი შებერვა, პალპაციით აღინიშნება დიფუზური მტკივნეულობა. ნაწლავთა პერისტალტიკა არ ისმინება, ღვიძლის მოყრუება არ აღინიშნება. განავლისა და გაზების გამოყოფა შეჩერებულია. მიმოხილვით რენტგენოგრამაზე აღინიშნება თავისუფალი აირი დიაფრაგმის გუმბათზე (პნევმოპერიტონეუმი).
განსაკუთრებით ხშირია ნაწლავის პერფორაცია ნეკროზული ან წყლულოვანი ენტეროკოლიტის დროს, რომელიც ვითარდება გადატანილი ჰიპოქსიის ან სეფსისის გახანგრძლივებული მიმდინარეობის, ნაწლავის კედელში მიკროცირკულაციის დარღვევის დროს. ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულებში გვხვდება მწვავე აპენდიციტი, რომელიც არადროული დიაგნოსტიკის დროს ხდება პერიტონიტის მიზეზი. დღენაკლ ბავშვებში მწვავე აპენდიციტს გააჩნია თავისებურებები. იგი ვითარდება ჭიანაწლავის კედელში მძიმე ცირკულაციური დარღვევების გამო. განმსაზღვრელი ფაქტორია ნაწლავში პირობით-პათოგენური მიკროფლორის ჭარბი განვითარება (კლებსიელა, პროტეა, ლურჯი ჩირქის ჩხირი და ა. შ.). ანტიბაქტერიული, ჰორმონული და იმუნომასტიმულირებელი თერაპიის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ანთებითი პროცესის შემოფარგვლა მუცლის ღრუში და აპენდიკულური ინფილტრატისა და აბსცესის ფორმირება. დღენაკლულებში აპენიდიციტის მიმდინარება ხასიათდება სწრაფად მზარდი ტოქსიკოზით, კუჭისა და ნაწლავის პარეზით. მწვავე აპენდიციტის კლასიკური ნიშნების გამოვლინება დღენაკლულ ბავშვებში საკმაოდ რთულია; და მაინც, რიგ ავადმყოფებში შესაძლებელია გამოვლინდეს ლოკალური მტკივნეულობა და კუნთების დაჭიმვა, მარჯვნივ თეძოსქვედა მიდამოს შეშუპება და ჰიპერემია. ზოგჯერ ხერხდება ინფილტრატის პალპირება. დიაგნოსტიკაში ექიმს ეხმარება რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ავადმყოფზე დინამიკური დაკვირვება. ღრუ ორგანოს პერფორაციის არარსებობისას, დიფუზური პერიტონიტი ხასიათდება ინტოქსიკაციის სიმპტომების თანდათანობითი ზრდითა და ნაწლავის პარეზით. სისხლის ანალიზში ვლინდება ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა.
პერიტონიტის მკურნალობა ოპერაციულია; ლეტალობა პერიტონიტის დროს ახალშობილებში, და განსაკუთრებით დღენაკლულებში საკმაოდ მაღალია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1035 times by 451 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka